Jump to content

Recommended Posts

Posted

Raptor Lake სერიის დესკტოპ პროცესორების ანონსის ფარგლებში კომპანია Intel-მა დაადასტურა, რომ აპირებს კიდევ ერთი ფლაგმანური პროცესორის გამოშვებას, რომელიც ქარხნულად 6 გჰც-მდე იქნება აჩქარებული. კომპანიას ოფიციალურად არ განუცხადებია ამ მოდელის დასახელება, თუმცა ცხადია, რომ საუბარი ეხებოდა Core i9-13900KS-ს. Intel-ის ჩიპების შესახებ გავრცელებულმა ხმებმა დაადასტურა ეს ვარაუდი და ამასანავე ცნობილი გახდა სამომავლო CPU-ის სრული მახასიათებლები.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

Core i9-13900KS - ეს გახლავთ 24-ბირთვიანი პროცესორი, რომლის შემადგენლობაში შედის რვა მაღალი წარმადობის P-ბირთვი და 16 ენერგოეფექტური E-ბირთვი. მხარდაჭერილია 32 ნაკადი. ტექნოლოგია Turbo Boost Max 3.0 მის 1-2 ყველაზე მაღალი წარმადობის ბირთვს 5.8 გჰც-მდე ავტომატურად აჩქარების საშუალებას აძლევს. დამატებით 200 მჰც ავტომატურ აჩქარებას აღნიშნულ 6 გჰც-მდე უზრუნველყოფს ტექნოლოგია Thermal Velocity Boost. Core i9-13900KS-ის დიდი ბირთვების საბაზისო ტაქტის სიხშირე ასევე 200 მჰც-ით მეტია ჩვეულებრივ Core i9-13900K-სთან შედარებით და 3.2 გჰც-ს შეადგენს. ამასთან, KS-ვერსიის ენერგოეფექტური ბირთვები კვლავ ამჟამინდელ დიაპაზონში - 2.2-დან 4.3 გჰც-მდე მუშაობენ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Twitter / @9550pro 

Core i9-13900KS-ის ნომინალური ენერგომოხმარება გაიზარდა 125-დან 150 ვატამდე, თუმცა მაქსიმალური მოხმარება არ შეცვლილა და 253 ვატს შეადგენს. ჩიპზე მხარდაჭერილია ოპერატიული მეხსიერების იგივე სტანდარტები, რRaptor Lake პროცესორის ყველა სხვა მოდელზე - DDR4-3200 და DDR5-5600. 

ასევე გაზიარდა Core i9-13900KS-ის წარმადობის მონაცემები Geekbench-ის სინთეტიკურ ტესტში. პროცესორი გაიტესტა სისტემის შემადგენლობაში, რომელშც მოცემული იყო დედა დაფა ASUS ROG Z790 Maximus Hero და 32 გბ DDR5-7200 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება. 

image.png 

ფოტოს წყარო: Geekbench 

Geekbench-ის სამი ტესტიდან მიღებული დეტალური ტელემეტრიული მონაცემები მიუთითებს, რომ Core i9-13900KS ავტომატურად აჩქარდა რამდენიმე ბირთვზე 5893 მჰც-მდე, თუმცა მისი საშუალო ტაქტის სიხშირე 5867 მჰც-ს შეადგენდა. 

image.png 

ფოტოს წყარო: Geekbench 

ერთბირთვიანი წარმადობის ტესტში პროცესორმა დააფიქსირა 2319 ქულა, მრავალბირთვიანი არმადობის ტესტში კი - 26774 ქულა. ამრიგად, მისი ერთბირთვიანი წარმადობა საშუალოდ 10%-ით აღემატება წინამორბედ Core i9-12900KS-ის (Alder Lake) მაჩვენებელს, მრავალბირთვიანი კი 39%-ით. 

image.png 

ფოტოს წყარო: Geekbench 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

მოსალოდნელია, რომ Core i9-13900KS-ის ოფიციალური წარდგენა შედგება იანვრის დასაწყისში გამოფენა CES 2023-ზე. გაყიდვაში კი მომავალი წლის პირველი კვარტლის განმავლობაში გახდება ხელმისაწვდომი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.