Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Corsair-ის მიერ აგვისტოში წარდგენილი რევოლუციური მონიტორი Xeneon Flex მალე გამოვა გაყიდვაში. კომპანიამ განაცხადა, რომ მონიტორზე წინასწარ შეკვეთებს 15 დეკემბრიდან მიიღებს. მოწყობილობის ფასი 2 ათასი აშშ დოლარია და შეთავაზებების რაოდენობა შეზღუდული იქნება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Corsair 

45-დუიმიანი Corsair Xeneon Flex მონიტორის მთავარი მახასიათებელია ეკრანის სიმრუდის შეცვლის შესაძლებლობა. შესაძლებელია დისპლეი სრულიად ბრტყელი მდგომარეობიდან ხელით გადავიდეს 800R-მდე სიმრუდის რადიუსის მქონე მდგომარეობაში. ამრიგად, თითოეული მომხმარებელი შეძლებს შეირჩიოს სასურველი კონფიგურაცია. სიმრუდის მოსახერხებლად შეცვლისთვის მონიტორს სპეციალური სახელურები აქვს. 

Xeneon Flex-ს საფუძვლად უდევს კომპანია LG-ის წარმოების OLED-მატრიცა გაფართოებით 3440 × 1440 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირით 240 ჰერცი. მატრიცის რეაგირების დროა 0/03 მილიწამი (GtG), მაქსიმალური სიკაშკაშე - 1000 კდ/2და კონტრასტულობის დონე - 1350000:1. 

მონიტორზე მხარდაჭერილია ტექნოლოგიები NVIDIA G-Sync და AMD FreeSync Premium, რომლებიც უზრუნველყოფენ კადრის გაწყვეტის აღმოფხვრას და გეიმინგ პროცესის დინამიურობის დონის ამაღლებას. გარდა ამისა, Xeneon Flex-ს აქვს ტექნოლოგია Low Blue Light-ის მხარდაჭერა, რომელიც ამცირებს ლურჯი გამოსხივების ინტენსიურობას და თვალებზე დატვირთვას მონიტორის ხანგრძლივი გამოყენების პირობებში. 

მონიტორს აქვს ორი HDMI და DisplayPort, აგრეთვე USB Type-C და USB Type-A პორტები. 

სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://tinyurl.com/49p35umx 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.