Magdalena Posted December 10, 2022 Posted December 10, 2022 კომპანია Corsair-ის მიერ აგვისტოში წარდგენილი რევოლუციური მონიტორი Xeneon Flex მალე გამოვა გაყიდვაში. კომპანიამ განაცხადა, რომ მონიტორზე წინასწარ შეკვეთებს 15 დეკემბრიდან მიიღებს. მოწყობილობის ფასი 2 ათასი აშშ დოლარია და შეთავაზებების რაოდენობა შეზღუდული იქნება. ფოტოს წყარო: Corsair 45-დუიმიანი Corsair Xeneon Flex მონიტორის მთავარი მახასიათებელია ეკრანის სიმრუდის შეცვლის შესაძლებლობა. შესაძლებელია დისპლეი სრულიად ბრტყელი მდგომარეობიდან ხელით გადავიდეს 800R-მდე სიმრუდის რადიუსის მქონე მდგომარეობაში. ამრიგად, თითოეული მომხმარებელი შეძლებს შეირჩიოს სასურველი კონფიგურაცია. სიმრუდის მოსახერხებლად შეცვლისთვის მონიტორს სპეციალური სახელურები აქვს. Xeneon Flex-ს საფუძვლად უდევს კომპანია LG-ის წარმოების OLED-მატრიცა გაფართოებით 3440 × 1440 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირით 240 ჰერცი. მატრიცის რეაგირების დროა 0/03 მილიწამი (GtG), მაქსიმალური სიკაშკაშე - 1000 კდ/მ2 და კონტრასტულობის დონე - 1350000:1. მონიტორზე მხარდაჭერილია ტექნოლოგიები NVIDIA G-Sync და AMD FreeSync Premium, რომლებიც უზრუნველყოფენ კადრის გაწყვეტის აღმოფხვრას და გეიმინგ პროცესის დინამიურობის დონის ამაღლებას. გარდა ამისა, Xeneon Flex-ს აქვს ტექნოლოგია Low Blue Light-ის მხარდაჭერა, რომელიც ამცირებს ლურჯი გამოსხივების ინტენსიურობას და თვალებზე დატვირთვას მონიტორის ხანგრძლივი გამოყენების პირობებში. მონიტორს აქვს ორი HDMI და DisplayPort, აგრეთვე USB Type-C და USB Type-A პორტები. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://tinyurl.com/49p35umx https://tinyurl.com/5ykyb7w5 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.