Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-მა განაცხადა, რომ ტექნოპროცესი Intel 4 მზადაა მასობრივი წარმოებისთვის - ტექნოლოგია საფუძვლად დაედება ახალი თაობის პროცესორებს, რომელთა კოდური დასახელებაა Meteor Lake. ეს განცხადება გააკეთა კომპანიის ტექნოლოგიების განვითარების გენერალურმა მენეჯერმა Ann Kelleher-მა - მან გამოაქვეყნა კომპანიის „სამოქმედო გეგმის“ განახლებული ვარიანტი: Intel მზადაა გამოუშვას მე-14 თაობის Core ჩიპები (Meteor Lake). 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: spectrum.ieee.org 

გვისტოში Intel-ის კორპორატიულმა ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, რომ ტექნოპროცესი Intel 4 გამოყენებული იქნება მხოლოდ გამომთვლელი ბირთვების მქონე ჩიპლეტების (CPU) წარმოებისას, სხვა ჩიპლეტებს კი გამოუშვებს კომპანია TSMC 5-ნანომეტრიანი N5-ითა და გაუმჯობესებული 7-ნანომეტრიანი N6 ტექნოლოგიებით. ყველა კრისტალი გაერთიანდება ერთ ფირფიტაზე UCIe ინტერფეისის მეშვეობით. 

ხალი თაობის ჩიპებში ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაცია იქნება სპეციალიზებული კომპონენტების ინტეგრაცია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების აჩქარების მიზნით - დღესდღეობით ეს უკვე სტანდარტული პრაქტიკაა, რომლის გამოყენება, მაგალითად, დაიწყო Qualcomm-მა თავის Arm-პლატფორმა Snapdragon-ში. სექტემბერში Intel-ის ხელმძღვანელმა Patrick Gelsinger-მა განაცხადა: „ერთ-ერთ სიახლეს, რასაც დავნერგავთ - მე ვუწოდებ ხელოვნური ინეტელქტის მთავარ ფუნქციებს“. მაგალითისთვის მან აღნიშნა სინქრონული თარგმნა ვიდეო სესიის დროს და კამერების სიტყვით გამომსვლელზე ადაპტირება. 

ადრე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Meteor Lake ჩიპებს ექნება ახალი ტიპის ბირთვი ეფექტური, შემცირებული სიმძლავრით, რომელიც შეავსებს წინა ორი თაობის პროცესორებში გამოყენებულ P- და E-ბირთებს. ახალი პროცესორების გამოშვება მოსალოდნელია 2023 წლის მეორე ნახევარში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.