Jump to content

Recommended Posts

Posted

Nvidia-მ გამოაცხადა DLSS3-ის დანერგვის შესახებ ახლახანს გამოშვებულ თამაშებსა და ზოგიერთ სამომავლო თამაშზე. თამაშები, როგორიცაა NFS Unbound ან Warhammer Darktide უკვე გამოვიდა DLSS 3-ის მხარდაჭერით. გარდა ამისა, Portal RTX და Jurassic World Evolution 2 ასევე მიიღებენ DLSS3 განახლებას 8 დეკემბერს. 

image.png 

NVIDIA DLSS-თან დაკავშირებულ შეტყობინებაში ნახსენები უახლესი თამაში არის Witcher 3, შემდეგი თაობის განახლებული ვერსია, რომელიც 14 დეკემბერს გამოვა. Witcher 3 და Portal RTX, სავარაუდოდ, DLSS3-ის მხარდაჭერის მქონე ყველაზე პოპულარული თამაშებია, რადგან ორივე ხელმისაწვდომი იქნება ორიგინალი თამაშების უფასო განახლების სახით. 

DLSS 3-ით მხარდაჭერილი თამაშების ჩამონათვალი ასეთია: 

  • Need for Speed Unbound (გამოვიდა DLSS 3-ით); 

  • Warhammer 40,000 Darktide (გამოვიდა DLSS 3-თა და რეითრეისინგით); 

  • Portal с RTX (გამოვა 8 დეკემბერს DLSS 3-ითა და სრული რეითრეისინგით); 

  • Jurassic World Evolution 2 (განახლდება DLSS 3-მდე 8 დეკემბერს); 

  • The Witcher 3: Wild Hunt (მიიღებს DLSS 3-სა და რეითრეისინგს 14 დეკემბერს). 

გარდა ამისა NVIDIA ადასტურებს განახლებას DLSS2-ის მხარდაჭერით რამდენიმე თამაშზე, Marvel-ის Midnight Suns-მა ასევე მიიღო გრაფიკული ოპტიმიზაცია სპეციალური დრაივერის მეშვეობით. 

მაშ ასე, DLSS 2-ის მხარდაჭერა ექნებათ ან უკვე აქვთ შემდეგ თამაშებს: 

  • Firefighting Simulator (უკვე ხელმისაწვდომია DLSS 2); 

  • Marvel-ის Midnight Suns (2 დეკემბრიდან აქვს DLSS 2 და რეითრეისინგი); 

  • Choo-Choo Charles (გამოვა 9 დეკემბერს DLSS 2-ით); 

  • Blacktail (გამოვა 15 დეკემბერს DLSS 2-ით). 

ჯამში NVIDIA ადასტურებს, რომ 250 თამაშსა და აპლიკაციას ექნება DLSS-ის მხარდაჭერა, როგორც კი ზემოთხსენებული თამაშები გამოვა ან განახლდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ DLSS3 განახლება ასევე ეხება RTX 30 და RTX 20 სერიის გრაფიკული ბარათების მფლობელებს, თუმცა DLSS3-ში გამოყენებული ტექნოლოგიები მხარდაჭერილია მხოლოდ Ada Lovelace არქიტექტურაზე დამყარებულ GPU-ებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, DLSS3-ის მხარდაჭერა ასევე ნიშნავს DLSS2-ის მხარდაჭერას, მაგრამ არა პირიქით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.