Magdalena Posted December 6, 2022 Posted December 6, 2022 Nvidia-მ გამოაცხადა DLSS3-ის დანერგვის შესახებ ახლახანს გამოშვებულ თამაშებსა და ზოგიერთ სამომავლო თამაშზე. თამაშები, როგორიცაა NFS Unbound ან Warhammer Darktide უკვე გამოვიდა DLSS 3-ის მხარდაჭერით. გარდა ამისა, Portal RTX და Jurassic World Evolution 2 ასევე მიიღებენ DLSS3 განახლებას 8 დეკემბერს. NVIDIA DLSS-თან დაკავშირებულ შეტყობინებაში ნახსენები უახლესი თამაში არის Witcher 3, შემდეგი თაობის განახლებული ვერსია, რომელიც 14 დეკემბერს გამოვა. Witcher 3 და Portal RTX, სავარაუდოდ, DLSS3-ის მხარდაჭერის მქონე ყველაზე პოპულარული თამაშებია, რადგან ორივე ხელმისაწვდომი იქნება ორიგინალი თამაშების უფასო განახლების სახით. DLSS 3-ით მხარდაჭერილი თამაშების ჩამონათვალი ასეთია: Need for Speed Unbound (გამოვიდა DLSS 3-ით); Warhammer 40,000 Darktide (გამოვიდა DLSS 3-თა და რეითრეისინგით); Portal с RTX (გამოვა 8 დეკემბერს DLSS 3-ითა და სრული რეითრეისინგით); Jurassic World Evolution 2 (განახლდება DLSS 3-მდე 8 დეკემბერს); The Witcher 3: Wild Hunt (მიიღებს DLSS 3-სა და რეითრეისინგს 14 დეკემბერს). გარდა ამისა NVIDIA ადასტურებს განახლებას DLSS2-ის მხარდაჭერით რამდენიმე თამაშზე, Marvel-ის Midnight Suns-მა ასევე მიიღო გრაფიკული ოპტიმიზაცია სპეციალური დრაივერის მეშვეობით. მაშ ასე, DLSS 2-ის მხარდაჭერა ექნებათ ან უკვე აქვთ შემდეგ თამაშებს: Firefighting Simulator (უკვე ხელმისაწვდომია DLSS 2); Marvel-ის Midnight Suns (2 დეკემბრიდან აქვს DLSS 2 და რეითრეისინგი); Choo-Choo Charles (გამოვა 9 დეკემბერს DLSS 2-ით); Blacktail (გამოვა 15 დეკემბერს DLSS 2-ით). ჯამში NVIDIA ადასტურებს, რომ 250 თამაშსა და აპლიკაციას ექნება DLSS-ის მხარდაჭერა, როგორც კი ზემოთხსენებული თამაშები გამოვა ან განახლდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ DLSS3 განახლება ასევე ეხება RTX 30 და RTX 20 სერიის გრაფიკული ბარათების მფლობელებს, თუმცა DLSS3-ში გამოყენებული ტექნოლოგიები მხარდაჭერილია მხოლოდ Ada Lovelace არქიტექტურაზე დამყარებულ GPU-ებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, DLSS3-ის მხარდაჭერა ასევე ნიშნავს DLSS2-ის მხარდაჭერას, მაგრამ არა პირიქით. https://tinyurl.com/bdzkzchk Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.