Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Sapphire-მა გააზიარა ახალი დეტალები სამომავლო Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT Nitro სერიის გრაფიკული ბარათების შესახებ. მწარმოებელმა თავის Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ვიდეო ბარათების PCB და მისი გაგრილების სისტემის ელემენტები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Sapphire 

Sapphire-მა დაადასტურა, რომ Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT Nitro ვიდეო ბარათებში გამოყენებული იქნება გაგრილების სისტემები, რომლებშიც წარმოდგენილი იქნება Vapor-X ამაორთქლებელი კამერები. Nitro სერიის გარდა გაგრილების ასეთი ტექნოლოგია გამოიყენება Toxic სერისა და Vapor-X ვიდეო ბარათებში. Vapor-X ამაჩქარებლები კომპანია უკვე დიდი ხანია არ გამოუშვია. 

image.jpeg 

image.jpeg 

გამოქვეყნებული ვიდეო ასევე ადასტურებს, რომ Sapphire Radeon RX 7900 XT(X) Nitro ვიდეო ბარათებს ექნება სამი 8-პინიან კონექტორი დამატებითი კვებისთვის. ისინი აშკარად ჩანს ვიდეოს ერთ-ერთ კადრში. გარდა ამისა, ვიდეოზე ჩანს Radeon RX 7900 სერიის PCB 20-ფაზიანი VRM კვების ქვესისტემით. 

Sapphire-ის PCB-ის შედარება თავად AMD-ის რეფერენსული Radeon RX 7900-ის PCB-სთან მიუთითებს, რომ Sapphire-მა გარკვეული ცვლილებები შეიტანა კვების ქვესისტემაში, რაც დადებითად უნდა აისახოს დამატებითი აჩქარების პერსპექტივაზე. 

image.jpeg 

Radeon RX 7900-ის PCB-ები (Nitro ვერსია მარცხნივ, AMD-ის ვერსია მარჯვნივ). ფოტოს წყარო: Sapphire / AMD 

Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT გრაფიკული ამაჩქარებლების ოფიციალური გამოშვება 13 დეკემბერს შედგება. უახლესი ინფორმაციით AMD-ის ახალი თაობის ვიდეო ბარათების არარეფერენსული ვერსიები ეტალონურებთან ერთად გამოვა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.