Magdalena Posted December 6, 2022 Posted December 6, 2022 კომპანია Sapphire-მა გააზიარა ახალი დეტალები სამომავლო Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT Nitro სერიის გრაფიკული ბარათების შესახებ. მწარმოებელმა თავის Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ვიდეო ბარათების PCB და მისი გაგრილების სისტემის ელემენტები. ფოტოს წყარო: Sapphire Sapphire-მა დაადასტურა, რომ Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT Nitro ვიდეო ბარათებში გამოყენებული იქნება გაგრილების სისტემები, რომლებშიც წარმოდგენილი იქნება Vapor-X ამაორთქლებელი კამერები. Nitro სერიის გარდა გაგრილების ასეთი ტექნოლოგია გამოიყენება Toxic სერიისა და Vapor-X ვიდეო ბარათებში. Vapor-X ამაჩქარებლები კომპანია უკვე დიდი ხანია არ გამოუშვია. გამოქვეყნებული ვიდეო ასევე ადასტურებს, რომ Sapphire Radeon RX 7900 XT(X) Nitro ვიდეო ბარათებს ექნება სამი 8-პინიან კონექტორი დამატებითი კვებისთვის. ისინი აშკარად ჩანს ვიდეოს ერთ-ერთ კადრში. გარდა ამისა, ვიდეოზე ჩანს Radeon RX 7900 სერიის PCB 20-ფაზიანი VRM კვების ქვესისტემით. Sapphire-ის PCB-ის შედარება თავად AMD-ის რეფერენსული Radeon RX 7900-ის PCB-სთან მიუთითებს, რომ Sapphire-მა გარკვეული ცვლილებები შეიტანა კვების ქვესისტემაში, რაც დადებითად უნდა აისახოს დამატებითი აჩქარების პერსპექტივაზე. Radeon RX 7900-ის PCB-ები (Nitro ვერსია მარცხნივ, AMD-ის ვერსია მარჯვნივ). ფოტოს წყარო: Sapphire / AMD Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT გრაფიკული ამაჩქარებლების ოფიციალური გამოშვება 13 დეკემბერს შედგება. უახლესი ინფორმაციით AMD-ის ახალი თაობის ვიდეო ბარათების არარეფერენსული ვერსიები ეტალონურებთან ერთად გამოვა. https://tinyurl.com/23es2rek Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.