Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ბირჟა FTX ბირჟის კრახი იყო "ტრაგიკული მოვლენა" ინდუსტრიისთვის, მაგრამ ასევე გააჩინა მისი გადაწყობის შესაძლებლობა ნდობაზე და შემდგომ დეცენტრალიზაციაზე. ამის შესახებ Devin Finzer-მა, OpenSea NFT ბაზრის აღმასრულებელმა დირექტორმა Decrypt-თან ინტერვიუში განაცხადა. 

”ჩვენ ყველა ვგრძნობთ ზარალს ინდუსტრიაში. ეჭვგარეშეა, რომ ეს არის კრიპტო ინდუსტრიის წარუმატებლობა, ”- განაცხადა მან. 

Finzer-ის თქმით NFT პლატფორმა არ ურთიერთობს FTX-თან და მასთან დაკავშირებულ სავაჭრო კომპანია Alameda Research-თან. 

თუმცა, Crypto Fund Research ექსპერტების აზრით ბირჟის გაკოტრება შეეხო ინდუსტრიის სტრუქტურების 25-40%-ს. სასამართლოს მასალების თანახმად FTX-მა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 3.1 მლრდ აშშ დოლარის ვალი აიღეს 50 მსხვილი კრედიტორისგან. 

„ვფიქრობ, უფრო ფართო კრიპტოეკოსისტემისთვის, და კერძოდ NFT-სთვის, ეს კრიზისი რეალური შესაძლებლობაა ინვესტირება მოახდინონ მომხმარებლების მძლავრ და მუდმივ ნდობაში“ - აღნიშნა Finzer-მა. 

მისი აზრით მიმდინარე კასკადური კრიზისის შემდეგ ინდუსტრიის აღდგენას შესაძლოა ორი წელი დასჭირდეს. 

„სავსებით ვარ დარწმუნებული ქომიუნითისა და ეკოსისტემის გამძლეობაში, აგრეთვე წინსვლისა და შექმნის სურვილის მიმართულებით“ - განაცხადა Finzer-მა. 

მან ასევე კომენტარი გააკეთა NFT მარკეტების მიერ ჰონორარის შეგროვებაზე უარის თქმის პრაქტიკასთან დაკავშირებით. ნოემბრის დასაწყისში OpenSea-მ წარადგინა ჰონორარის შეგროვების ახალი ინსტრუმენტი. Finzer-მა დაადასტურა, რომ პლატფორმა ვალდებულია გააგრძელოს გადახდები საკოლექციო ტოკენების შემქმნელებისთვის. 

მან ამას "პირველი ნაბიჯი" უწოდა ავტორებთან სანდოობის შესანარჩუნებლად. დეცენტრალიზაციაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, აღნიშნა OpenSea-ს ხელმძღვანელმა. ბაზარი არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის აქტივებზე ზოგიერთი სხვა ბაზრისგან განსხვავებით. 

დრე Solana-ზე დამყარებული NFT პლატფორმა Magic Eden მოხვდა კრიტიკის ქვშ დეპონირების საფულეში აქტივების შენახვის გამო, რაც ზოგმა Web3-დეველოპერმა სარისკოდ მიიჩნია. NFT-ების სავაჭრო პლატფორმა FTX-მაც საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა მომხმარებლების აქტივებზე - ამჟამად ჯგუფის გაკოტრების პროცესის გამო მათ დაკარგეს მათთან მუშაობის შესაძლებლობა. 

„ჩვენ ვმუშაობთ დეცენტრალიზებული სმარტ-კონტრაქტების სისტემის მეშვეობით და არ ვინახავთ მომხმარებლის სახსრებს ან მათ NFT-ებს. ასეთ გადაწყვეტილებას ბევრი უპირატესობა აქვს ცენტრალიზებულ ხელისუფლებასთან შედარებით, სადაც ყველაფერი გაცილებით ნაკლებად გამჭვირვალეა“, - განაცხადა ფინცერმა. 

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში OpenSea-მ დაამატა მხარდაჭერა BNB Chain-ის მხარდაჭერა, რომელიც გახდა მარკეტფლეისზე ინტეგრირებული მერვე ქსელი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.