Jump to content

Recommended Posts

Posted

გამოფენა World Display Industry Conference 2022-ზე დისპლეების ჩინურმა მწარმოებელმა BOE-მ დამსწრეები გააოცა და წარადგინა მსოფლიოში პირველი ეკრანი ლეპტოპებისთვის 600 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ITHome 

პანელის სრული მახასიათებლები უცნობია: მწარმოებელს ეკრანის გაფართოებაც კი არ დაუსახელებია. აღინიშნა მხოლოდ ის, რომ ეკრანს აქვს გვერდების შეფარდება 16:10 და გამოიყენებოდა გარკვეულ ლეპტოპზე, რომელიც აღჭურვილი იყო NVIDIA GeForce RTX გრაფიკული ქვესისტემით. 

მ დრომდე ლეპტოპების არც ერთ მწარმოებელს ასორტიმენტში არ ჰქონია მოდელები 500 ჰერცი ან უფრო მაღალი კადრის განახლების სიხშირის მქონე ეკრანებით. ა ფორმალურ ბარიერთან მაქსიმალურად ახლოს მიაღწია Dell-მა ლეპტოპების გეიმინგ სერია Alienware x17 R2-ის მეშვეობით. ზოგიერთ მათგანს აქვს 17-დუიმიანი ეკრანი 1080p გაფართოებით და 480 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. 

image.jpeg 

BOE-ს მიერ გამოფენა World Display Industry Conference 2022-ზე წარდგენილ სხვა სიახლეებს შორის იყო პროდუქტები Mini-LED განათებით. მაგალითად, კომპანიამ წარადგინა 34-დუიმიანი ულტრაფართო ფორმატის ეკრანი WQHD გაფართოების მხარდაჭერით, 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, 1 მილიწამი რეაქციის დროით, კონტრასტულობის მაღალი, 100 000:1 მაჩვენებლითა და HDR1000 სერტიფიკატით. მასთან ერთად წარმოდგენილ იქნა 86-დუიმიანი 4K დისპლეი სიკაშკაშის მაღალი, 1500 კდ/2 მაჩვენებლით. 

image.jpeg 

არაფერია ცნობილი BOE-ს ახალი პროდუქციის გამოშვების თარიღის შესახებ, რადგან გამოფენაზე წარდგენილ იქნა კონცეფციები, რომლებიც შესაძლოა მალე არ გადავიდეს მასობრივ წარმოებაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.