Jump to content

Recommended Posts

Posted

ნოემბრის პირველ ნახევარში NVIDIA-მ გამოუშვა ვიდეო ბარათი GeForce RTX 4080, თმცა მან პოპულარობა ვერ მოიპოვა და ფლაგმანურ GeForce RTX 4090-თან შედარებით გაცილებით ცუდად იყიდება. ცხადია, NVIDIA-ს გათვლა ჰქონდა სარეკომენდაციო ფასზე, რომელიც აშშ-ში 1199 აშშ დოლარს შეადგენს, ევროპაში კი - 1469 ევროს (RTX 4080 Founders Edition). მაგრამ ბაზარი ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს და GeForce RTX 4080-ის ყიდვა უკვე შესაძლებელია სარეკომენდაციო ფასზე იაფად. 

image.jpeg 

გერმანიაში ვიდეო ბარათი Gainward GeForce RTX 4080 Phantom იყიდება 1449 ევროდ, ცოტა ხნის წინ იგი 1539 ევროდ იყო შემოთავაზებული, აცხადებს PCGamesHardware. ფასების აგრეგატორმა Geizhals.de-მ გააზიარა კიდევ ერთი GeForce RTX 4080, რომელიც სარეკომენდაციო ფასზე ნაკლებად იყიდება - Palit GeForce RTX 4080 GameRock – 1463 ევროდ. ამავდროულად, ბევრი არაეტალონური GeForce RTX 4080 იყიდება სარეკომენდაციოზე ბევრად მაღალ ფასებად. გერმანიაში, მაგალითად, შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი შეთავაზება დაახლოებით 1800 და 2000 ევროდაც კი. 

image.jpeg 

კიდევ უფრო გაიაფებული GeForce RTX 4080 გამოჩნდა პოლონურ მაღაზიებში. მაგალითად, ადგილობრივი რითეილერი X-kom მომხმარებლებს სთავაზობს Inno3D GeForce RTX 4080 X3 დაფას 6799 ზლოტად (დაახლოებით 1454 ევრო), ხოლო ამ ქვეყანაში ვიდეო ბარათის სარეკომენდაციო ფასი შეადგენს 7099 ზლოტს (1518 ევრო). 

image.jpeg 

image.jpeg 

ზოგადად, მაინც გასაკვირია, რომ ახალი თაობის ვიდეო ბარათი დებიუტიდან ერთ თვეზე ნაკლები დროის შემდეგ შემოთავაზებულია სარეკომენდაციოზე დაბალ ფასად. ადრე, ასეთი პერიოდის განმავლობაში დეფიციტთან გამკლავებისთვის დროც არ იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ ფასის შემცირებაზე. ასე რომ, GeForce RTX 4080-ის გამოშვებით რაღაც აშკარად არასწორდ წარიმართა NVIDIA-სთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.