Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

გარკვეული დროის წინ ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია, რომ NVIDIA აპირებს შეაჩეროს 2060 და RTX 2060 Super გრაფიკული ამაჩქარებლების წარმოება. ITHome რესურსის მიხედვით კომპანია ასევე შეწყვეტ GTX 1660 და GTX 1660 Super-ის წარმოებას - კომპანიას მიაჩნია, რომ მათი ანალოგები RTX 3000 სერიიდან საკმარისი იქნება. დიდი ალბათობით, საუბარია NVIDIA GeForce RTX 3050 და RTX 3060 ვიდეო ბარათებზე, რომლებიც ბოლო თვეებში საგრძნობლად გაიაფდა. 

დამკვირვებლებისა და ექსპერტების აზრით კომპანიის გადაწყვეტილება საკმაოდ გონივრულად და გამართლებულად გამოიყურება - ვიდეო ბარათების დეფიციტი წარსულს ჩაბარდა და RTX 3000 და RTX 4000 სერიები საკმარისი იქნება სრულფასოვანი გეიმინგ ასორტიმენტის შესაქმნელად საწყის, საშუალო და მაღალი ფასების სეგმენტებში. 3000 სერიის მოდელების უპირატესობებს შორის შეიძლება აღინიშნოს მინიმუმ 8 გბ ვიდეო მეხსიერების მოცულობა უმცროსი მოდელების შემთხვევაში, ასევე უფრო თანამედროვე მიკროარქიტექტურა და თხელი ტექნოპროცესი. RTX 3050 და RTX 3060, დიდი ალბათობით, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გამოვა - RTX 4050 და RTX 4060 ბარათების გამოსვლის თარიღები უცნობია. ამასთან, ეს ვიდეო ბარათები გაცილებით ძვირადღირებული იქნება წინამორბედებთან შედარებით, ყოველ შემთხვევაში, თუ ვიმსელებთ RTX 4080-ის მაგალითზე, რომელზეც NVIDIA-მ დააწესა სარეკომენდაციო ფასი 1199 აშშ დოლარი იმ დროს, როდესაც RTX 3080 დაფის ფასი 699 აშშ დოლარია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.