Jump to content

Recommended Posts

Posted

კრიპტო ბირჟა Binance-მა თავის ბლოგზე გამოაცხადა, რომ 1 მლრდ აშშ დოლარი ჩადო კრიპტოვალუტის ინდუსტრიის აღდგენის ფონდში, რომლის თანხები გამოყენებული იქნება ბაზრის იმ მონაწილეების მხარდასაჭერად, რომლებიც სირთულეებს აწყდებიან კრიპტო ბირჟFTX-ის დაშლის შემდეგ. ბირჟამ აღნიშნა, რომ ეს თანხა მომავალში შეიძლება გაიზარდოს 2 მილიარდამდე, „თუ საჭირო გახდება“. 

image.jpeg 

ამ ინიციატივას შეუერთდა რამდენიმე კრიპტო საინვესტიციო კომპანია, მათ შორის Jump Crypto, Polygon Ventures და Animoca Brands, რომლებმაც საერთო ჯამში 50 მლნ აშშ დოლარი გამოყვეს. 

Binance-ის გეენრალურმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ მომხმარებლებს გაუზიარა საჯარო საფულის მისამართი 1 მლრდ აშშ დოლარის ბალანსით Binance-ის საკუთარ BUSD stablecoin-ში. ”ჩვენ ამას ვაკეთებთ გამჭვირვალედ,” - თქვა მან. Changpeng Zhao-მ ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ  დადო პირობა, რომ შექმნიდა ფონდი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის აღსადგენად - მას შემდეგ, რაც FTX-ის გაკოტრების შემდგომ პანიკის ტალღაში Binance-ის მომხმარებლებმა 6 დღეში კრიპტო ანგარიშებიდან 2.6 მლრდ აშშ დოლარზე მეტი გაიტანეს. 

Binance-მა განაცხადა, რომ ეს პროგრამა გაგრძელდება დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში. ინვესტორების განაცხადები დამატებითი სახსრების შესატანად მხოლოდ მისასალმებელია. კრიპტო ბირჟამ აღნიშნა, რომ ფონდის მხარდასაჭერად 150-მდე კომპანიამ უკვე მიმართა. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.