Magdalena Posted November 29, 2022 Posted November 29, 2022 კრიპტო ბირჟა Binance-მა თავის ბლოგზე გამოაცხადა, რომ 1 მლრდ აშშ დოლარი ჩადო კრიპტოვალუტეის ინდუსტრიის აღდგენის ფონდში, რომლის თანხები გამოყენებული იქნება ბაზრის იმ მონაწილეების მხარდასაჭერად, რომლებიც სირთულეებს აწყდებიან კრიპტო ბირჟა FTX-ის დაშლის შემდეგ. ბირჟამ აღნიშნა, რომ ეს თანხა მომავალში შეიძლება გაიზარდოს 2 მილიარდამდე, „თუ საჭირო გახდება“. ამ ინიციატივას შეუერთდა რამდენიმე კრიპტო საინვესტიციო კომპანია, მათ შორის Jump Crypto, Polygon Ventures და Animoca Brands, რომლებმაც საერთო ჯამში 50 მლნ აშშ დოლარი გამოყვეს. Binance-ის გეენრალურმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ მომხმარებლებს გაუზიარა საჯარო საფულის მისამართი 1 მლრდ აშშ დოლარის ბალანსით Binance-ის საკუთარ BUSD stablecoin-ში. ”ჩვენ ამას ვაკეთებთ გამჭვირვალედ,” - თქვა მან. Changpeng Zhao-მ ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ დადო პირობა, რომ შექმნიდა ფონდი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის აღსადგენად - მას შემდეგ, რაც FTX-ის გაკოტრების შემდგომ პანიკის ტალღაში Binance-ის მომხმარებლებმა 6 დღეში კრიპტო ანგარიშებიდან 2.6 მლრდ აშშ დოლარზე მეტი გაიტანეს. Binance-მა განაცხადა, რომ ეს პროგრამა გაგრძელდება დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში. ინვესტორების განაცხადები დამატებითი სახსრების შესატანად მხოლოდ მისასალმებელია. კრიპტო ბირჟამ აღნიშნა, რომ ფონდის მხარდასაჭერად 150-მდე კომპანიამ უკვე მიმართა. https://tinyurl.com/3wv9wm3u Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.