Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

Ethereum-ის გუნდმა აამოქმედა devnet-ი სადეპოზიტო კონტრაქტიდან ვალიდატორების მიერ თანხის გამოტანის ტესტირების მიზნით. ამის შესახებ განაცხადა მომხმარებელ Geth-ის დეველოპერმა მარიუს ვან დერ ვეიდენმა. 

The Block-თან საუბრისას ვან დერ ვეიდენმა აღნიშნა, რომ devnet-ის ამოქმედება საშუალებას იძლევა ბლოკჩეინი მომზადდეს თანხის გამოტანის ფუნქციის დანერგვისთვის. მისი ინტეგრირება დაგეგმილია 2023 წლისთვის განახლება Shanghai-ს ფარგლებში. 

„ეს არის პირველი devnet, რომელიც აქტივების გატანის საშუალებას იძლევა ყველა იმპლემენტაციაზე და ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. იგი ასევე დაეხმარება სხვა მომხმარებლების დეველოპერებს - გამოცადონ მისი დანერგვა ქსელში გაწევრიანების გზით,” - განაცხადა მან. 

ვან დერ ვეიდენის თქმით Geth-ის გუნდის გარდა ტესტირებას შეუერთდნენ Lodestar-ის, Teku-ს, Lighthouse-ის, Nethermind-ისა და Prysm-ის დეველოპერები. 

24 ნოემბერს OP Labs-ის ხელმძღვანელმა ლიამ ჰორნმა ასევე განაცხადა, რომ Ethereum-ის ძირითადი განვითარების ჯგუფი განიხილავს EIP-4844 წინადადების ბლოკჩეინში ინტეგრირების შესაძლებლობას. 

EIP-4844 დაუმატებს Ethereum-ს მოკლევადიანი მონაცემებისთვის განკუთვნილ ახალ მოსაკრებელ ბაზარს (fee market). Rollup-ები გამოიყენებენ მას მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ჩვეულებრივი გაზის მიღების ნაცვლად, ”- დაწერა მან. 

ჰორნის თქმით წინადადების იმპლემეტაცია ტრანზაქციის საკომისიოებს „დაახლოებით 100-ჯერ“ შეამცირებს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეველოპერების ინიციატივა არ ნიშნავს იმას, რომ გაუმჯობესება შევა განახლება Shanghai-ში. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში ვიტალიკ ბუტერინმა გამოაქვეყნა განახლებული სამოქმედო გეგმა Ethereum-ის განვითარების შესახებ. პროექტის გუნდი აპირებს გადაჭრას "MEV პრობლემები" და სრულად განახორციელოს zk-SNARK ტექნოლოგიის ინტეგრაცია ბლოკჩეინში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.