Magdalena Posted November 28, 2022 Posted November 28, 2022 Ethereum-ის გუნდმა აამოქმედა devnet -ი სადეპოზიტო კონტრაქტიდან ვალიდატორების მიერ თანხის გამოტანის ტესტირების მიზნით. ამის შესახებ განაცხადა მომხმარებელ Geth-ის დეველოპერმა მარიუს ვან დერ ვეიდენმა. The Block-თან საუბრისას ვან დერ ვეიდენმა აღნიშნა, რომ devnet-ის ამოქმედება საშუალებას იძლევა ბლოკჩეინი მომზადდეს თანხის გამოტანის ფუნქციის დანერგვისთვის. მისი ინტეგრირება დაგეგმილია 2023 წლისთვის განახლება Shanghai-ს ფარგლებში. „ეს არის პირველი devnet, რომელიც აქტივების გატანის საშუალებას იძლევა ყველა იმპლემენტაციაზე და ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. იგი ასევე დაეხმარება სხვა მომხმარებლების დეველოპერებს - გამოცადონ მისი დანერგვა ქსელში გაწევრიანების გზით,” - განაცხადა მან. ვან დერ ვეიდენის თქმით Geth-ის გუნდის გარდა ტესტირებას შეუერთდნენ Lodestar-ის, Teku-ს, Lighthouse-ის, Nethermind-ისა და Prysm-ის დეველოპერები. 24 ნოემბერს OP Labs-ის ხელმძღვანელმა ლიამ ჰორნმა ასევე განაცხადა, რომ Ethereum-ის ძირითადი განვითარების ჯგუფი განიხილავს EIP-4844 წინადადების ბლოკჩეინში ინტეგრირების შესაძლებლობას. „EIP-4844 დაუმატებს Ethereum-ს მოკლევადიანი მონაცემებისთვის განკუთვნილ ახალ მოსაკრებელ ბაზარს (fee market). Rollup-ები გამოიყენებენ მას მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ჩვეულებრივი გაზის მიღების ნაცვლად, ”- დაწერა მან. ჰორნის თქმით წინადადების იმპლემეტაცია ტრანზაქციის საკომისიოებს „დაახლოებით 100-ჯერ“ შეამცირებს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეველოპერების ინიციატივა არ ნიშნავს იმას, რომ გაუმჯობესება შევა განახლება Shanghai-ში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში ვიტალიკ ბუტერინმა გამოაქვეყნა განახლებული სამოქმედო გეგმა Ethereum-ის განვითარების შესახებ. პროექტის გუნდი აპირებს გადაჭრას "MEV პრობლემები" და სრულად განახორციელოს zk-SNARK ტექნოლოგიის ინტეგრაცია ბლოკჩეინში. https://tinyurl.com/46m2rhm9 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.