Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია AMD-თავის ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში ფასები შეამცირა Zen 4 რქიტექტურაზე დამყარებულ უახლეს დესკტოპ Ryzen 7000 პროცესორებზე. რამდენიმე დღით ადრე უმსხვილესმა ევროპულმა და ამერლმა საცალო რითეილერებმა გამოაცხადეს ჩიპების მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გაყიდვის შესახებ. იმ დროს მიიჩნეოდა, რომ შავი პარასკევის აქციების ფარგლებში ფასების შემცირებაზე იყო საუბარი. როგორც ჩანს, ახლა ჩიპების ფასები პერმანენტულად შემცირდა თავად AMD-ს მიერ. 

image.jpeg 

ფოტოს  წყარო: VideoCardz 

ყველაზე მეტად გაიაფდა ფლაგმანური 16-ბირთვიანი მოდელი Ryzen 9 7950X. ამჟამად იგი AMD-ს მიერ შემოთავაზებულია 574 აშშ დოლარად, რაც 125 აშშ დოლარით იაფია საწყის ფასთან (699$) შედარებით. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ფასდაკლება პროცესორზე, რომელიც გაყიდვაში ორ თვეზე ნაკლებია, რაც გამოვიდა. 

image.png 

ფოტოს წყარო: AMD 

მწარმოებელი კომპანიები, როგორც წესი, არ ამცირებენ ფასებს ახალ პროდუქტებზე მათი გამოშვებიდან ასე მალე. როგორც ჩანს, AMD ახალ პროცესორებთან დაკავშირებით მოსალოდნელზე დაბალი მოთხოვნის წინაშე დგას. ეს ალბათ აიხსნება მათი მუშაობისთვის საჭირო, ახალი Socket AM5-ის მქონე დედა დაფების ზედმეტად მაღალი ღირებულებით. 

პორტალ VideoCardz-ის მონაცემებით AMD-ს ახალ ჩიპებში დეფიციტი არ შეინიშნება. Ryzen 7000 სერიის ოთხივე პროცესორი დიდი რაოდენობითაა ხელმისაწვდომი ყველა მაღაზიაში. როგორც ჩანს, AMD ცდილობს გაზარდოს ინტერესი ახალი პროდუქტების მიმართ მანამ, სანამ Intel გამოუშვებს Raptor Lake მოდელებს დაბლოკილი მულტიპლიკატორით (დასახელებაში "K" სუფიქსის გარეშე). 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.