Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

Cardano-ს ეკოსისტემის განვითარების მხარდამჭერმა კომპანია Emurgo-მ დააანონსა აშშ დოლართან დაკავშირებული Stablecoin USDA. ინსტრუმენტის გაშვება მთავარ ქსელში დაგეგმილია 2023 წლის პირველ კვარტალში. 

Emurgo წარმოადგენს კომერციულ ფრთას და არის პროექტ Cardano-ს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. 

USDA გახდება პლატფორმა Anzens-ის ნაწილი. ეს უკანასკნელი მომხმარებლებს Cardano-ზე დაფუძნებულ სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებასა და პროდუქტს შესთავაზებს. კერძოდ, დეველოპერები გეგმავენ ლენდინგ სერვისის გაშვებას. 

პრეს-რელიზის თანახმად ინსტუმენტი არის Stablecoin, რომელიც სრულადაა უზრუნველყოფილი ფიატით და „შეესაბამება ნორმატიულ მოხოვნებს“. რეზერვებისა და დეპოზიტების შენახვას განახორციელებს Emurgo-ს პარტნიორი, "აშშ-ში დაფუძნებული რეგულირებადი ფინანსური კომპანია". 

მოსალოდნელია, რომ USDA მნიშვნელოვან როლს შეასრულებს Cardano-ს ეკოსისტემის განვითარებაში და პოტენციურად გაზრდის მის მდგრადობას. დეველოპერებმა ასევე აღნიშნეს, რომ Anzens "შეამცირებს უფსკრულს" ტრადიციულ ფინანსურ სისტემასა და კრიპტოვალუტებს შორის. 

შეგახსენებთ, 2022 წლის სექტემბერში Input Output Global-მა წარმატებით გაააქტიურა განახლება Vasil Cardano-ს მთავარ ქსელზე. გუნდმა შეიტანა Plutus სკრიპტების მეორე ვერსია ბლოკჩეინში და შეცვალა ანგარიშგების მოდელი თითოეული პრიმიტივისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.