Magdalena Posted November 22, 2022 Posted November 22, 2022 Cardano-ს ეკოსისტემის განვითარების მხარდამჭერმა კომპანია Emurgo-მ დააანონსა აშშ დოლართან დაკავშირებული Stablecoin USDA. ინსტრუმენტის გაშვება მთავარ ქსელში დაგეგმილია 2023 წლის პირველ კვარტალში. Emurgo წარმოადგენს კომერციულ ფრთას და არის პროექტ Cardano-ს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. USDA გახდება პლატფორმა Anzens-ის ნაწილი. ეს უკანასკნელი მომხმარებლებს Cardano-ზე დაფუძნებულ სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებასა და პროდუქტს შესთავაზებს. კერძოდ, დეველოპერები გეგმავენ ლენდინგ სერვისის გაშვებას. პრეს-რელიზის თანახმად ინსტუმენტი არის Stablecoin, რომელიც სრულადაა უზრუნველყოფილი ფიატით და „შეესაბამება ნორმატიულ მოთხოვნებს“. რეზერვებისა და დეპოზიტების შენახვას განახორციელებს Emurgo-ს პარტნიორი, "აშშ-ში დაფუძნებული რეგულირებადი ფინანსური კომპანია". მოსალოდნელია, რომ USDA მნიშვნელოვან როლს შეასრულებს Cardano-ს ეკოსისტემის განვითარებაში და პოტენციურად გაზრდის მის მდგრადობას. დეველოპერებმა ასევე აღნიშნეს, რომ Anzens "შეამცირებს უფსკრულს" ტრადიციულ ფინანსურ სისტემასა და კრიპტოვალუტებს შორის. შეგახსენებთ, 2022 წლის სექტემბერში Input Output Global-მა წარმატებით გაააქტიურა განახლება Vasil Cardano-ს მთავარ ქსელზე. გუნდმა შეიტანა Plutus სკრიპტების მეორე ვერსია ბლოკჩეინში და შეცვალა ანგარიშგების მოდელი თითოეული პრიმიტივისთვის. https://tinyurl.com/mwupj3mk Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.