Magdalena Posted November 22, 2022 Posted November 22, 2022 ღონისძიება Snapdragon Summit 2022-ზე კომპანია Qualcomm-მა წარადგინა ჩიპები Qualcomm S3 Gen 2 და Qualcomm S5 Gen 2, რომლებიც განკუთვნილია პრემიუმ კლასის უსადენო ხმოვანი მოწყობილობებისთვის. პირველ რიგში საუბარი ეხება უსადენო ყურსასმენებს, თუმცა პარალელურად ჩიპების გამოყენება შესაძლებელია სხვა უსადენო აუდიო მოწყობილობებში. ფოტოს წყარო: Qualcomm კომპანიის განცხადებით ახალი პროცესორები „Bluetooth-ის მქონე ყველაზე მოწინავე აუდიოპლატფორმებია დღესდღეობით“ - მათზე მხარდაჭერილია ტექნოლოგია Snapdragon Sound და ოპტიმიზირებულნი არიან ფლაგმანურ Snapdragon 8 Gen 2 პროცესორთან მუშაობისთვის. ხელმისაწვდომია უამრავი მოწინავე ფუნქცია, რომელთა შორისაა მოცულობითი ხმა თავის მდებარეობის გამოკვლევის მიხედვით, მუსიკის გაუმჯობესებული ნაკადური ტრანსლაცია ხარისხის კარგვის გარეშე, აგრეთვე მინიმალური შეყოვნება ტელეფონსა და ყურსასმენს შორის - იგი მხოლოდ 48 მილიწამს შეადგენს. Qualcomm S3 Gen 2 და Qualcomm S5 Gen 2 ჩიპებში მხარდაჭერულია მესამე თაობის აქტიური ხმის ჩახშობის ტექნოლოგია; ხელმისაწვდომია რეჟიმი Adaptive Transparency საუბრის ავტომატური განსაზღვით. და ბოლოს, ჩიპები თავსებადია ახლახანს მიღებულ სტანდარტთან - Bluetooth LE Audio. კომპანიამ უკვე დაიწყო Qualcomm S3 Gen 2 და Qualcomm S5 Gen 2 პროცესორების ნიმუშების გაგზავნა OEM პარტნიორებისთვის და ამ ჩიპებზე დამყარებული მოწყობილობები გაყიდვაში 2023 წლის მეორე ნახევარში გამოვა. https://tinyurl.com/bdfp7wxp Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.