Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

Binance-ის ხელმძღვანელმა Changpeng Zhao-მ დაასახელა მისი აზრით ექვსი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ცენტრალიზებული ბირჟებისთვის. 

ჩამონათვალში შედის: 

  • რ დააყენონ რისკის ქვეშ მომხმარებლების ფული; 

  • არასდროს გამოიყენონ native-ტოკენები უზრუნველყოფის (გირაოს) სახით; 

  • გააზიარონ ინფორმაცია აქტივების შესახებ; 

  • შეინარჩუნონ მნიშვნელოვანი მოცულობის რეზერვები; 

  • თავი აარიდონ ზედმეტ leverage-ს; 

  • გააძლიერონ და გამოიყენონ უსაფრთხოების პროტოკოლები. 

Zhao-ს თქმით, ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვა აუცილებელია თითოეული ბირჟის მიერ მისი სანდოობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით FTX-ის კოლაფსის ფონზე. 

„ვერ დავუშვებთ, რომ რამდენიმე ცუდმა მოთამაშემ შელახოს ინდუსტრიის რეპუტაცია, როდესაც ის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა“, - წერს Binance-ის ხელმძღვანელი. "ჩვენი როლი უპირველეს ყოვლისა მომხმარებლების დაცვაში გამოიხატება." 

მანამდე Changpeng Zhao-მ გამოაცხადა, რომ აპირებს კრიპტო ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეების გაერთიანებას, რათა ერთობლივად იმუშაონ პოლიტიკოსებთან და მარეგულირებელებთან. 

14 ნოემბერს Binance-მა გამოაცხადა ფონდის ამოქმედების შესახებ, რათა შემცირდეს FTX-ის კოლაფსის „კასკადური უარყოფითი გავლენა“ ინდუსტრიაზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.