Magdalena Posted November 18, 2022 Posted November 18, 2022 Binance-ის ხელმძღვანელმა Changpeng Zhao-მ დაასახელა მისი აზრით ექვსი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ცენტრალიზებული ბირჟებისთვის. ჩამონათვალში შედის: არ დააყენონ რისკის ქვეშ მომხმარებლების ფული; არასდროს გამოიყენონ native-ტოკენები უზრუნველყოფის (გირაოს) სახით; გააზიარონ ინფორმაცია აქტივების შესახებ; შეინარჩუნონ მნიშვნელოვანი მოცულობის რეზერვები; თავი აარიდონ ზედმეტ leverage-ს; გააძლიერონ და გამოიყენონ უსაფრთხოების პროტოკოლები. Zhao-ს თქმით, ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვა აუცილებელია თითოეული ბირჟის მიერ მისი სანდოობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით FTX-ის კოლაფსის ფონზე. „ვერ დავუშვებთ, რომ რამდენიმე ცუდმა მოთამაშემ შელახოს ინდუსტრიის რეპუტაცია, როდესაც ის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა“, - წერს Binance-ის ხელმძღვანელი. "ჩვენი როლი უპირველეს ყოვლისა მომხმარებლების დაცვაში გამოიხატება." მანამდე Changpeng Zhao-მ გამოაცხადა, რომ აპირებს კრიპტო ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეების გაერთიანებას, რათა ერთობლივად იმუშაონ პოლიტიკოსებთან და მარეგულირებელებთან. 14 ნოემბერს Binance-მა გამოაცხადა ფონდის ამოქმედების შესახებ, რათა შემცირდეს FTX-ის კოლაფსის „კასკადური უარყოფითი გავლენა“ ინდუსტრიაზე. https://tinyurl.com/2p8bfhb5 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.