Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

FTX-ის ინციდენტმა აჩვენა, რომ კრიპტო ინდუსტრიას სჭირდება „ძალიან ფრთხილად და გულმოდგინედ რეგულირება“. ეს მოსაზრება აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა გამოთქვა, წერს Bloomberg. 

”ეს აჩვენებს მთელი სექტორის სუსტ ადგილებს,” - ხაზგასმით აღნიშნა მან. 

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სემ ბენკმენ-ფრიდის იმპერიის დაშლის შედეგები შეიძლება უარესი იყოს, თუ კრიპტოვალუტის ბაზარი უფრო მჭიდროდ იქნება გადაჯაჭვული ტრადიციულ ფინანსურ სისტემასთან. 

”ყოველ შემთხვევაში, ის არც ისე ღრმად არის ინტეგრირებული ჩვენს საბანკო სექტორთან და არ წარმოადგენს უფრო სერიოზულ საფრთხეს ფინანსური სტაბილურობისთვის ამ მომენტისთვის,” - განაცხადა იელენმა. 

ადრე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ბრედ შერმანმა კრიპტო მილიარდერები დაადანაშაულა ვაშინგტონში მათი ინტერესების ლობირებაში ციფრული აქტივების ინდუსტრიის რეგულირებისას. მან FTX-ის კრიზისის გამოძიებისკენ მოუწოდა და გაიხსენა ნკმენ-ფრიდის სტრუქტურების მონაწილეობა პოლიტიკოსების მხარდასაჭერად. 

შეგახსენებთ, 11 ნოემბერს FTX Group-მა შეიტანა განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ აშშ-ის გაკოტრების კოდექსის მე-11 თავის მიხედვით. ბენკმენ-ფრიდმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა. 

Posted

ეგრეა ლუბოი ეგეთ ნიუსზე პანიკა იწყება ეგრევე და გააქვთ მილიარდობით ინვესტიციები, ამ ეტაპზე სადღაც 280$ მილიარდამდე დავითვალე მე, ხვონის ოინებზე დაჯდა ასე 2000$ მილიარდი ფაქტიურათ 3 კვირაში მგონი, ანუ 3000 ტრილიარდიდან 1000 მილიარდზე ჩამოვიდენ სადღაც, დიდი სხვაობა არ იყო, ჯერ-ჯერობით მაგას ვერაფერს უხერხებენ და სარგებლობენ მაგ ყველაფრით პირველ რიგში კრუპნი ვეილსები, რომლებმაც კარგათ იციან როდის რა უნდა იყიდონ და მოგვიანებით მერე გაყიდონ ძვირათ

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.