Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel Xeon-თან ბრძოლისას AMD Epyc ჩიპები უკვე ზედიზედ 14 კვარტალია იპყრობს კონკურენტის წილს, თუმცა პერსონალური კომპიუტერებისა და ლეპტოპების სეგმენტში AMD-ს წარმომადგენლებს ნაკლებად უმართლებ: მე-3 კვარტალში კომპანიას კონკურენტმა ჩამოართვა ბოლო წლების ყველა მიღწევა, წერს Computer Base. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: amd.com 

ყველაზე სერიოზული დანაკარგები აღინიშნა ლეპტოპებისთვის განკუთვნილი ჩიპების ბაზარზე. მესამე კვარტლის შეჯამებით AMD-ის წილმა შეადგინა 15.7% - ეს არის ვარდნა 9.1 პუნქტით მეორე კვარტალთან შედარებით, ერთი წლის წინ კი მაჩვენებელი 22% იყო. დესკტოპ პერსონალური კომპიუტერების ჩიპების ბაზარზე კლება ასევე არასასიამოვნოა - მაჩვენებელმა 6.6 პუნქტით დაიკლო კვარტალურ ჭრილში, კომპანიის წილი კი 13.9%-მდე ჩამოვიდა, გასულ წელს კი 17%-ს შეადგენდა. და ეს არის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი AMD-სთვის 2018 წლიდან. 

AMD აგრძელებს პოზიტიური დინამიკის დემონსტრირებას სერვერების სეგმენტში: კვარტალში კომპანიის წილი გაიზარდა 3.6 პუნქტით და 17.5%-ს მიაღწია, ერთი წლით ადრე კი მხოლოდ 10.2%-ს შეადგენდა. წარმადობის მხრივ უკეთესობაც შედეგს განაპირობებს: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახლახანს წარმოდგენილი, Genoa სერიის პროცესორები კვარტლის ბოლომდე ვერ გამოვიდოდა, კომპანია გააგრძელებდა წილის ზრდას Milan-ის მეშვეობით, რადგან Sapphire Rapids სერია მიმდინარე წელს ნამდვილად ვერ გამოვა. 

საშუალო გასაყიდი ფასის (ASP) მხრივ AMD-მ წლის განმავლობაში შეიმატა 8 პუნქტი, Intel-ს კი 12 პუნქტი მოაკლდა. და ბოლოს, AMD-ს კიდევ ერთხელ სამადლობელი აქვს კონსოლებისთვის განკუთვნილი ჩიპების სეგმენტისთვის: იყიდება მილიონობით PlayStation და Xbox, გაყიდვები გასულ წელთან შედარებით მატულობს. ჯამში AMD ყიდის უფრო მეტ კონსოლის ჩიპს, ვიდრე ლეპტოპის, დესკტოპის და სერვერის პროცესორებს ერთად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.