Magdalena Posted November 16, 2022 Posted November 16, 2022 Intel Xeon-თან ბრძოლისას AMD Epyc ჩიპები უკვე ზედიზედ 14 კვარტალია იპყრობს კონკურენტის წილს, თუმცა პერსონალური კომპიუტერებისა და ლეპტოპების სეგმენტში AMD-ს წარმომადგენლებს ნაკლებად უმართლებთ: მე-3 კვარტალში კომპანიას კონკურენტმა ჩამოართვა ბოლო წლების ყველა მიღწევა, წერს Computer Base. ფოტოს წყარო: amd.com ყველაზე სერიოზული დანაკარგები აღინიშნა ლეპტოპებისთვის განკუთვნილი ჩიპების ბაზარზე. მესამე კვარტლის შეჯამებით AMD-ის წილმა შეადგინა 15.7% - ეს არის ვარდნა 9.1 პუნქტით მეორე კვარტალთან შედარებით, ერთი წლის წინ კი მაჩვენებელი 22% იყო. დესკტოპ პერსონალური კომპიუტერების ჩიპების ბაზარზე კლება ასევე არასასიამოვნოა - მაჩვენებელმა 6.6 პუნქტით დაიკლო კვარტალურ ჭრილში, კომპანიის წილი კი 13.9%-მდე ჩამოვიდა, გასულ წელს კი 17%-ს შეადგენდა. და ეს არის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი AMD-სთვის 2018 წლიდან. AMD აგრძელებს პოზიტიური დინამიკის დემონსტრირებას სერვერების სეგმენტში: კვარტალში კომპანიის წილი გაიზარდა 3.6 პუნქტით და 17.5%-ს მიაღწია, ერთი წლით ადრე კი მხოლოდ 10.2%-ს შეადგენდა. წარმადობის მხრივ უკეთესობაც შედეგს განაპირობებს: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახლახანს წარმოდგენილი, Genoa სერიის პროცესორები კვარტლის ბოლომდე ვერ გამოვიდოდა, კომპანია გააგრძელებდა წილის ზრდას Milan-ის მეშვეობით, რადგან Sapphire Rapids სერია მიმდინარე წელს ნამდვილად ვერ გამოვა. საშუალო გასაყიდი ფასის (ASP) მხრივ AMD-მ წლის განმავლობაში შეიმატა 8 პუნქტი, Intel-ს კი 12 პუნქტი მოაკლდა. და ბოლოს, AMD-ს კიდევ ერთხელ სამადლობელი აქვს კონსოლებისთვის განკუთვნილი ჩიპების სეგმენტისთვის: იყიდება მილიონობით PlayStation და Xbox, გაყიდვები გასულ წელთან შედარებით მატულობს. ჯამში AMD ყიდის უფრო მეტ კონსოლის ჩიპს, ვიდრე ლეპტოპის, დესკტოპის და სერვერის პროცესორებს ერთად. https://tinyurl.com/ptfybdxr Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.