Jump to content

Recommended Posts

Posted

Apple-მა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულმა კომპანიამ, ერთ დღეში გაზარდა საკუთარი საბაზრო ღირებულება 190.9 მლრდ აშშ დოლარით, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია აშშ-ში დარეგისტრირებულ ყველა კომპანიას შორის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: bloomberg.com 

ინვესტორებში ოპტიმიზმი დანერგა ხელისუფლების ანგარიშმა ინფლაციის მაჩვენებლების შესახებ, რომლებიც მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა - ამან გამოიწვია საფონდო ბირჟების ზრდა ყველა მიმართულებით. Apple-მა, რომლის ღირებულება 190.9 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა, მოხსნა Amazon-ის თებერვლის რეკორდი, რომელაც ერთ დღეში 190.8 მლრდ აშშ დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია შეემატა, აცხადებს Bloomberg. 

რეკორდული ნახტომის შედეგად Apple-ის კაპიტალიზაცია 8.8%-ით გაიზარდა და 2.34 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. პირველად Apple-ის ღირებულებამ 1 ტრლნ აშშ დოლარს გადააჭარბა 2018 წლის აგვისტოში; კომპანიის ფასმა 2020 წლის აგვისტოში 2 ტრლნ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო 2021 წლის დეკემბერში ელექტრონული გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. თუმცა უარყოფითი მაკროეკონომიკური ფაქტორების ფონზე კომპანიის აქციებმა ღირებულების დაკარგვა დაიწყო და წლის დასაწყისიდან 17%-ით გაიაფდა. 

გასული წლის ოქტომბერში Microsoft-მა კვარტალური ანგარიშის გაკეთების შემდეგ ცოტა ხნით უკან ჩამოიტოვა Apple საბაზრო კაპიტალიზაციით - ინვესტორები იმედგაცრუებულნი იყვნენ Apple-ის შედეგებით, მიუხედავად ინდიკატორების სტაბილური ზრდისა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.