Jump to content

Recommended Posts

Posted

სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია მიიღო თანამშრომლების შეკრებაზე Meta-ს ხელმძღვანელობის გამოსვლის შინაარსის შესახებ. ხელმძღვანელობამ დარჩენილ თანამშრომლებს განუმარტა, რატომ გამოაკლდა კომპანიას 11 ათასი პირი და აღინიშნა, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების 54% იკავებდა ადმინისტრაციულ თანამდებობებს, დანარჩენი კი ტექნიკური პროფილით მუშაობდნენ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Reuters 

ქვეგანყოფილება Reality Labs-ის ხელმძღვანელი და კომპანიის ტექნიკური დირექტორი Andrew Bosworth იძულებული გახდა გამოეცხადებინა სმარტ დისპლეი Portal-ის გამოშვების შეწყვეტის შესახებ, რომლებსაც ბოლო პერიოდში სთავაზობდნენ მხოლოდ კორპორატიულ მომხმარებლებს, ხოლო მათ უნდა გამოეყენებინათ ორგანიზაციის ვიდეოკონფერენციებისთვის. Meta-ს ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ამგვარი დისპლეების წარმოებაზე დახარჯულ რესურსებსა და დროს ვერ ანაზღაურებდა შემოსავალი. 

კომპანია ასევე მუშაობდა სმარტ-საათების შექმნაზე, თუმცა ეს პროექტი დაიურება და გათავისუფლებული პერსონალი შეუერთდება მათ, ვინც მუშაობს შერეული რეალობის მოწყობილობების განვითარებაზე. ფაქტობრივად, Reality Labs-ის პერსონალის ნახევარი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. უახლოეს მომავალში არ იგეგმება ამ განყოფილების პერსონალის გაზრდა, თუმცა მარკ ცუკერბერგი ბოლო თვეებში რესურსებს არ იშურებს მეტასამყაროს კონცეფციის პოპულარიზაციისთვის, რომელთანაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს დამატებითი რეალობის ჰედსეტი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.