Magdalena Posted November 7, 2022 Posted November 7, 2022 კომპანია AMD-მ ფასები შეამცირა Zen 3 არქიტექტურაზე დამყარებულ Ryzen 5000 სერიის დესკტოპ პროცესორებზე თავის ოფიციალურ ონლაინ-მაღაზიაში. პორტალი VideoCardz აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მოდელის ფასი 250 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. ფოტოს წყარო: VideoCardz გაყიდვების დაწყებისას ფლაგმანური 16-ბირთვიანი Ryzen 9 5950X შემოთავაზებული იყო 799 აშშ დოლარად. ამჟამად მისი ფასი 549 აშშ დოლარს შეადგენს. 12-ბირთვიანი Ryzen 9 5900X გაიაფდა 200 აშშ დოლარით და ახლა მისი ფასი 549-ს ნაცვლად 349 აშშ დოლარია. ფასი შემცირდა გაზრდილი ქეშ-მეხსიერების მქონე Ryzen 7 5800X3D მოდელზეც. AMD მას გვთავაზობს 449-ის ნაცვლად 329 აშშ დოლარად. Ryzen 7 5800X-ის ფასი 449-დან 249 აშშ დოლარამდე შემცირდა, უმცროსი ექვსბირთვიანი Ryzen 5 5600X კი საწყისი 299 აშშ დოლარის ნაცვლად შემოთავაზებულია 159 აშშ დოლარად. ოფიციალურ ონლაინ-მაღაზიაში Ryzen 5000 სერიის პროცესორების შეძენისას AMD მომხმარებლებს ჩუქნის გეიმინგ-კოლექცია Uncharted: Legacy of Thieves Collection-ის ასლს. ფოტოს წყარო: AMD Ryzen 7 5800X3D-ის მითითებული ფასი ამჟამად აშშ-ში ყველაზე დაბალია. რითეილერ MicroCenter-ში იგი ღირს 369 აშშ დოლარი, Amazon-ზე - 349 აშშ დოლარი, Newegg-ში კი - 331 აშშ დოლარი. თუმცა ჩიპი ყველა მაღაზიაში ხელმისაწვდომი არ არის. ფოტოს წყარო: VideoCardz ევროპაშიც შემცირდა Ryzen 7 5800X3D-ს ფასი, აღნიშნავს VideoCardz. გაყიდვის დაწყებისას იგი შემოთავაზებული იყო 499 ევროდ, ამჟამად კი მისი შეძენა 349 ევროდაა შესაძლებელი. https://tinyurl.com/3nxfds62 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.