Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია AMD-მ ფასები შეამცირა Zen 3 არქიტექტურაზე დამყარებულ Ryzen 5000 სერიის დესკტოპ პროცესორებზე თავის ოფიციალურ ონლაინ-მაღაზიაში. პორტალი VideoCardz აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მოდელის ფასი 250 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

გაყიდვების დაწყებისას ფლაგმანური 16-ბირთვიანი Ryzen 9 5950X შემოთავაზებული იყო 799 აშშ დოლარად. ამჟამად მისი ფასი 549 აშშ დოლარს შეადგენს. 12-ბირთვიანი Ryzen 9 5900X გაიაფდა 200 აშშ დოლარით და ახლა მისი ფასი 549-ს ნაცვლად 349 აშშ დოლარია. 

ფასი შემცირდა გაზრდილი ქეშ-მეხსიერების მქონე Ryzen 7 5800X3D მოდელზეც. AMD მას გვთავაზობს 449-ის ნაცვლად 329 აშშ დოლარად. Ryzen 7 5800X-ის ფასი 449-დან 249 აშშ დოლარამდე შემცირდა, უმცროსი ექვსბირთვიანი Ryzen 5 5600X კი საწყისი 299 აშშ დოლარის ნაცვლად შემოთავაზებულია 159 აშშ დოლარად. ოფიციალურ ონლაინ-მაღაზიაში Ryzen 5000 სერიის პროცესორების შეძენისას AMD მომხმარებლებს ჩუქნის გეიმინგ-კოლექცია Uncharted: Legacy of Thieves Collection-ის ასლს. 

image.png 

ფოტოს წყარო: AMD 

Ryzen 7 5800X3D-ის მითითებული ფასი ამჟამად აშშ-ში ყველაზე დაბალია. რითეილერ MicroCenter-ში იგი ღირს 369 აშშ დოლარი, Amazon-ზე - 349 აშშ დოლარი, Newegg-ში კი - 331 აშშ დოლარი. თუმცა ჩიპი ყველა მაღაზიაში ხელმისაწვდომი არ არის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

ევროპაშიც შემცირდა Ryzen 7 5800X3D-ს ფასი, აღნიშნავს VideoCardz. გაყიდვის დაწყებისას იგი შემოთავაზებული იყო 499 ევროდ, ამჟამად კი მისი შეძენა 349 ევროდაა შესაძლებელი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.