Jump to content

Recommended Posts

Posted

პორტალ VideoCardz-ის ხელში მოხვდა გრაფიკულ ამაჩქარებელ GeForce RTX 4080-ის კიდევ ორი ვერსიის ფოტოები, რომელთა გამოშვებას კომპანია Gigabyte აპირებს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა მოდელ Eagle-ის გამოშვების შესახებ. ამჟერად კი გამოჩნდა ინფორმაცია ვერსიებზე - Aorus Xtreme WaterForce WB და Aero. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

მოდელ Gigabyte Aorus GeForce RTX 4080 Xtreme WaterForce WB-ს აქვს თხევადი გაგრილების სისტემა წყლის ბლოკით და RGB-განათებით და იკავებს ორ სლოტს. დაფაზე ხელმისაწვდომია 12+4-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი. 

image.jpeg 

image.jpeg 

მ დრომდე სერია Aero-ს ფარგლებში Gigabyte აწარმოებდა მხოლოდ ლეპტოპებსა და დედა დაფებს, ამჟამად მათ ვიდეო ბარათები დაემატა. პორტალი VideoCardz მიიჩნევს, რომ ამ სერიის GeForce RTX 4080 ამაჩქარებლების გამოშვება შესაძლოა ნიშნავდეს RTX 40-ის ბარათების Vision-სერიაში გამოშვებაზე უარის თქმას, თუმცა ეს ვარაუდი ჯერ არ დადასტურებულა. 

image.jpeg 

Gigabyte GeForce RTX 4080 Aero-ს ექნება გაგრილების მასიური სისტემა სამი ქულერით და სრული ზომის უკანა გამაძლიერებელი ფირფიტით. ვიდეო ბარათი თეთრი ფერისაა, მისი სისქე გაფართოეით 3.5 სლოტს შეადგენს. 

image.jpeg 

image.jpeg 

სამწუხაროდ, მითითებული ვიდეო ბარათების ტექნიკური მახასიათებლები ჯერ უცნობია. გაყიდვაში GeForce RTX 4080 16 ნოემბერს უნდა გამოვიდეს. ცხადია, ამ დროისთვის ვიდეო ბარათების შესახებ მეტი რამ გახდება ცნობილი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.