Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

კრიპტობაზარზე საათში საშუალოდ 15 ზიანისმომტანი სმარტ-კონტრაქტი იქმნება 12 წამყვან ბლოკჩეინზე. Solidus Labs-ის ინფორმაციით დაახლოებით ყოველ ოთხ წუთში ჩნდება თაღლითობით დაპროგრამებული ახალი ტოკენი. 

ბლოკჩეინის რისკების მონიტორინგის კომპანიამ წარმოადგინა ახალი on-chain ინსტრუმენტი Threat Intelligence ხაზიდან. ინსტრუმენტის მიზანია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა და რეალურ დროში DeFi-სა და Web3-ის ერთ-ერთი დიდი პრობლემის, სმარტ-კონტრაქტებთან დაკავშირებული თაღლითობის მოგვარება. 

Solidus Labs-ის ექსპერტებმა ჩაატარეს რეტროსპექტული ანალიზი Web3 AML-ის გამოყენებით 12 დაკვრივებად ბლოკჩეინზე, მათ შორისაა Ethereum, Polygon და BNB Chain. მათ 10 ოქტომბრის მდგომარეობით აღმოაჩინეს: 

  • ჯამში 188525 თაღლითური ტრანზაქცია სმარტ-კონტრაქტებით (საშუალოდ 15 ახალი ოპერაცია საათში); 

  • თაღლითობის ნიშნები BNB ქსელში BEP-20 ტოკენების 12%-სა და Ethereum-ზე ERC-20 მონეტების 8%-ში; 

  • 910 მლნ აშშ დოლარი შეადგინა ETH-ან დაკავშირებული თაღლითობების კონსერვატიულმა შეფასებამ, რომლებმაც გაიარეს ცენტრალიზებული რეგულირებადი ბირჟები. 

თაღლითური ტოკენებით სმარტ-კონტრაქტები შეიძლება განთავსდეს ავტომატურად და ადვილად განმეორდეს, აღნიშნა Solidus-მა. ეს საშუალებას აძლევს სერიულ სკამერებს - შეასრულონ ათასობით თაღლითური ოპერაცია მცირე თანხებით, რაც სავაჭრო პლატფორმის, მარეგულირებლებისა და სამართალდამცავი ორგანოების „რადარს მიღმა“ რჩება. 

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მსხვილი თაღლითობა და სკამი სიახლეებში ხდება, როგორიცაა მაგალითად ცნობილი ტოკენი Squid Game, რომელიც მომხმარებლებს 3 მლნ აშშ დოლარის დანაკარგად დაუჯდათ, ჩვენ მიერ მიღებული სრული სურათი გვიჩვენებს, რომ ამ თაღლითობების უმეტესობა შეუმჩნეველი რჩება“ - განაცხადა Solidus-ის რეგულაციების ვიცე-პრეზიდენტმა კეტი კრანინგერმა. 

ინსტრუმენტის შემუშავებისას კომპანიამ გააერთიანა სმარტ-კონტრაქტების სკანირების საკუთარი ინოვაცია და ონჩეინ- და ოფჩეინ-მონაცემების ნაკრებები. ტექნოლოგიები გაუმჯობესდა შეძენილ პლატფორმა Token Sniffer-ის წყალობით, აღნიშნეს Solidus-ში. 

მაისში კომპანიამ დახურა ფინანსირების სერიის B რაუნდი 45 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. 

მანამდე Solidus-მა მოიზიდა 20 და 15 მლნ აშშ დოლარი A სერიისა და სტრატეგიული დაფინანსების რაუნდების ფარგლებში, შესაბამისად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.