Magdalena Posted October 31, 2022 Posted October 31, 2022 პორტალ TechPowerUp-ის განკარგულებაში მოხვდა კომპანია MSI-ს წარმოების GeForce RTX 4080 ვიდეო ბარათის ფოტოები. კომპანია აპირებს მინიმუმ სამი ვერსიის გამოშვებას, რომელთაგან თითოეული გამოვა სიხშირეების მხრივ ორ ვარიანტად: ესენია GeForce RTX 4080 Suprim X და Suprim, GeForce RTX 4080 Gaming X და Gaming, აგრეთვე GeForce RTX 4080 Ventus 3X OC და Ventus 3X. ჯამში ექვსი მოდელია. ფოტოს წყარო: MSI / TechPowerUp TechPowerUp-ის თანახმად GeForce RTX 4080 Ventus 3X ამაჩქარებელში შენარჩუნებულია NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორის ეტალონური სიხშირეები. მოდელ RTX 4080 Ventus 3X OC-ს ექნება GPU-ის უმნიშვნელო ქარხნული აჩქარება. ფლაგმანურ GeForce RTX 4080 Suprim X-ში წარმოდგენილი იქნება ქარხნული აჩქარების ყველაზე დიდი მაჩვენებელი. GeForce RTX 4080 Gaming X ვერსიის გრაფიკული პროცესორის აჩქარება Suprim-ის დონის იქნება. GeForce RTX 4080 Gaming მოდელი იმუშავებს Ventus 3X OC ვერსიაზე მაღალ სიხშირეებზე. ამიტომ ბარათში წარმოდგენილი იქნება გაგრილების უფრო ეფექტური სისტემა. MSI GeForce RTX 4080 Suprim X/Suprim GeForce RTX 4080 Suprim X და Suprim ვერსიები გარეგნულად ძალიან ჰგავს ამავე ვერსიის GeForce RTX 4090-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი გაგრილების სისტემა ოთხსლოტიანია. პრეტენზიული დიზაინის არქონის მიუხედავად ახალ ვიდეო დაფებში წარმოდგენილი იქნება ყველაზე მოწინავე ტექნიკური აღჭურვილობა. GeForce RTX 4080 Gaming X და Gaming მიეკუთვნება საშუალო სეგმენტს, თუმცა მათაც ექნება გაგრილების მძლავრი სისტემები და RGB განათება. MSI GeForce RTX 4080 Gaming X/Gaming GeForce RTX 4080 Ventus 3X OC და Ventus 3X მოდელები შექმნილია პრაქტიკულობის გათვალისწინებით. ტექნიკური მახასიათებლებისა და წარმადობის თვალსაზრისით ეს ბარათები ყველაზე ახლოს იქნება GeForce RTX 4080-ის ეტალონურ ვერსიასთან. მათ შორის მთავარი განსხვავება კი მხოლოდ გაგრილების სისტემებში იქნება. MSI GeForce RTX 4080 Ventus 3X OC/Ventus 3X შეგახსენებთ, რომ GeForce RTX 4080-ის გაყიდვები 16 ნოემბერს დაიწყება. NVIDIA-მ ვიდეო დაფა 1199 აშშ დოლარად შეაფასა. https://tinyurl.com/mrxmw879 1 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now