Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია NVIDIA-მ, რომელიც უპირველეს ყოვლისა ცნობილია მოწინავე გრაფიკული ბარათებით, წარადგინა პატენტი ჰოლოგრაფიული ტექნოლოგიის შესახებ, რომელიც განკუთვნილია ეკრანებსა და ჰედსეტებში გამოყენებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Hammer & Tusk/unsplash.com 

ღწერილობის მიხედვით ტექნოლოგიაში მოიაზრება თავზე განთავსებული ჰედსეტი და განკუთვნილია ვირტუალური რეალობისთვის. განაცხადში მოცემულია ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპის განმარტება, რომელიც პოტენციურად შესაფერისია ბაზარზე ერთ-ერთ პირველ ჰოლოგრაფიულ VR ეკრანზე გამოყენებისთვის. 

ვიდეო ბარათების წარმოების პარალელურად NVIDIA სხვადასხვა სფეროში მუშაობს, მათ შორის ქმნის როგორც აპარატულ, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას. 90-იან წლებში კომპანიამ სახელი გაითქვა სწორედ ვიდეო ბარათებით, თუმცა დღეს იგი მუშაობს სხვადასხვა ნახევრადგამტარ გადაწყვეტილებაზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა და სამომხმარებლო მოწყობილობზე. გეიმინგ სფეროში GeForce სერიის ვიდეო დაფების პარალელურად კომპანიას შემოთავაზებული აქვს კონსოლი Shield, ასევე გააჩნია საკუთარი სტრიმინგ გეიმინგ პლატფორმა GeForce Now. 

NVIDIA-ს საპატენტო განაცხადში გამოგონება აღწერილია, როგორც „ვირტუალური რეალობის ჰოლოგრაფიული დისპლეი“ (Holographic Virtual Reality Display). მოკლე აღწერაში მითითებული არ არის, რომ დისპლეი შემუშავებულია კონკრეტულად ჰედსეტებში გამოყენებისთვის, უფრო დეტალურ ვარიანტში კი საუბარი ეხება სწორედ ვირტუალური რეალობის ჰედსტებში გამოყენებას. დასაშვებია ვარაუდი, რომ საუბარია Meta Quest-ის მსგავს მოწყობილობაზე.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

ეს არ გახლავთ პირველი ჰოლოგრაფიული დისპლეი ბაზარზე. მაგალითად, პროექტი Microsoft HoloLens წლებია მუშაობს მსგავსი მოწყობილობით. თუმცა HoloLens-ის შემთხვევაში საუბარია შერეული რეალობის მოდელებზე. როგორც ჩანს, NVIDIA არ აპირებს Microsoft-ის პროდუქტის გამეორებას, თუმცა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას დამატებითი და შერეული რეალობის მოწყობილობებშიც. 

ტექნოლოგიის პოტენციურ მომხმარებლებს შორის მითითებულნი არიან გეიმერებიც - მოწყობილობის მართვა უნდა განხორციელდეს გეიმინგ კონტროლერების მეშვეობით, სიგნალის წყაროდ კი კონსოლებია მითითებული. მოკლედ, არაფერია მოხსენებული კონკრეტულ პროდუქტებზე, რომლებშიც შესაძლებელია ამ ტექნოლოგიის გამოყენება. 

როგორც პატენტების სფეროში ხშირად ხდება, განაცხადის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ NVIDIA აუცილებლად განავითარებს პროდუქტის ხაზს ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით. არ არის გამორიცხული, რომ კომპანიას განზრახული აქვს უბრალოდ გააძლიეროს პოზიციები ვირტუალური რეალობის გეიმინგ ბაზარზე, რადგან ეს სფერო სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. თუმცა, განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ კომპანია უკვე მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც შეიძლება მრავალი ახალი ტიპის მოწყობილობდაედოს საფუძვლად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.