Jump to content

Recommended Posts

Posted

რაოფიციალური ცნობებით AMD-ის RDNA3 თაობის ახალი ფლაგმანური დაფის სახელწოდება არ იქნება Radeon RX 7900 XT, არამედ Radeon RX 7900 XTX. რამდენიმე თვის წინ ინსაიდერები ამტკიცებდნენ, რომ AMD სახელს შეუცვლიდა მოწინავე გრაფიკულ ამაჩქარებლებს, თუმცა ინფორმაციამ დიდი გამოხმაურება ვერ მოიპოვა, რადგან ამ დრომდე არ გამოჩენილა არც ერთი სანდო დადასტურება. ამჟამად, Benchlife-ის თანახმად, გადაწყვეტილება Radeon RX 7900 XTX-ის გამოშვების შესახებ საბოლოოდ იქნა მიღებული. 

image.jpeg 

აღსანიშნავია, რომ XTX ბრენდი არ ყოფილა გამოყენებული Radeon-ის არცერთ ბარათზე X1000 სერიის შემდეგ, მაგრამ ის დასახელების სქემის ნაწილია: XT, XTX, XTXH - დასახელებებია, რომლებიც თანაბრად შეეფერება უმაღლესი დონის GPU-ს. ადრე ვარაუდობდნენ, რომ ფლაგმანურ RDNA3 ვიდეო ბარათს ეწოდებოდა Radeon RX 7950 XT, მაგრამ პროცესორის არსებობის ან შემუშავების კვალი ექსპერტებმა ვერ აღმოაჩინეს. 

რაც შეეხება მთლიან RDNA3 თაობას, ჩვენ ამჟამად ვიცით მხოლოდ ორი სავარაუდო პროცესორის შესახებ: Radeon RX 7900 XT და Radeon RX 7900 XTX. სავარაუდოდ, Radeon RX 7700-სა და Radeon RX 7800-ს (Navi 33 და Navi 32) ანონსი გაურკვეველი დროით გადაიდება. 

Radeon RX 7900 XTX-ის მახასიათებლები, ინსაიდერების სიტყვებზე დაყრდნობით, ასე გამოიყურება: 

  • ტექნოპროცესი: 5-ნანომეტრიანი; 

  • ბირთვები: 12288 

  • მეხსიერება: 24 გბ GDDR6 

  • მეხსიერების სიჩქარე: 20 Gbps 

  • TGP: 420 ვატი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.