Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

როდესაც ASIC ბაზარი "გაჭედილია დეფლაციურ სპირალში", აშკარაა უფსკრული იმ ფასებს შორის, რომლებსაც გამყიდველები სთავაზობენ და რისი გადახდისთვისაც მზად არიან მყიდველები. ამას Foundry-ის მონაცემები მოწმობს. 

უახლესი თაობის მოწყობილობებში, როგორიცაა მაგალითად Bitmain-ის Antminer S19J Pro, მომხმარებლები მზად არიან გადაიხადონ 15 აშშ დოლარი TH-ზე, ან უფრო ნაკლები. გამყიდველების უმეტესობა კი TH-ზე 20 აშშ დოლარს ითხოვს. 

”ბაზარი გარკვეულწილად დაბლოკილია, რადგან ბევრი მაინერი ფულადი რესურსების ნაკლებობას განიცდის და ჰოსტინგის შესაძლებლობები შეზღუდულია. ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს გარიგებები, რომლებიც დადებულია საშუალოდ 18$/TH დიაპაზონში“ - აღნიშნეს კომპანიაში. 

ბოლო თვეების განმავლობაში კრიპტომაინერები განიცდიან შემოსავლის შემცირებას Bitcoin-ის ფასის კლებისა და მაინინგის სირთულის გაზრდის გამო. ამ ფონზე ASIC მაინერების ფასები 80%-ით შემცირდა მათ მაქსიმალურ მაჩვენებელთან შედარებით, აცხადებენ Foundry-ის ექსპერტები 

სექტემბერში ინდუსტრია შეეჯახა პირველ მსხვილ ბანკროტს - ჰოსტინგ-პროვაიდერ Compute North-მა გააკეთა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ზოგიერთი კომპანია, როგორებიცაა Stronghold და Argo Blockchain, ოპტიმიზაციას უკეთებს ხარჯებს და ყიდის აღჭურვილობას. 

ზოგი კომპანია, მაგალითად CleanSpark და Crusoe, სარგებლობს დათვური ბაზრით აქტივების მომგებიან ფასად შეძენისთვის. 

Foundry-სთან აფილირებულმა, ციფრული აქტივების მმართველმა კომპანია Grayscale Investments-მა აამოქმედა მაინინგ-აღჭურვილობის ინვესტირებისთვის განკუთვნილი სტრუქტურა. კომპანიამ დაინახა შესაძლებლობა - ეყიდა Bitcoin-მაინერები „მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასებში“ კრიპტოზამთრის ფონზე. 

„ჩვენ კვირის განმავლობაში რამდენიმე შეტყობინებას ვიღებთ ინსტიტუციონალური ინვეტსორებისგან, რომელთაც სურთ პრობლემური მაინინგ-აქტივების შეძენა“ - განაცხადეს Foundry-ში. 

შეგახსენებთ, რომ აგვისტოსა და სექტემბერში, მაისის შემდეგ პირველად, მაინერებმა გაყიდეს ნაკლები Bitcoin, ვიდრე მოიპოვეს Hashrate Index-ის მონაცემების თანახმად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.