X-treme user Posted April 3, 2011 Posted April 3, 2011 Sandy Bridge-ის პროცესორების ლოგიკის ნაკრების მცირეოდენი ხარვეზი შეეხო მობილურ პლატფორმებსაც, ამიტომ ნოუთბუქის მწარმოებლებმა, რომლებმაც ვერ მოასწრეს თავიანთი პროდუქტების ბაზარზე გატანა, გადაწყვიტეს მცირე ხნით შეჩერებულიყვნენ. MSI-ის ასორტიმენტშიც მოიძებნება ასეთი ნაწარმები და როდესაც უკვე ეს პრობლემები მოგვარდა, კომპანიამ საკუთარ პრეს-რელიზში გადაწყვიტა გამოექვეყნებინა ინფორმაცია 'განმეორებითი ანონსის' შესახებ. მოდელი GT608R რელიზისათვის მზად იყო დაახლოებით ერთი თვის წინ, მაგრამ მაღაზიების პრაის-ლისტებში ის მხოლოდ ახლა გაჩნდება. ნოუთბუქი აღჭურვილია 2 გჰზ-ის მქონე, ოთხბირთვიანი პროცესორ Intel Core i7-2630QM-ით, ხოლო Turbo Boost რეჟიმში, ამ მაჩვენებლის გაზრდა შესაძლებელია 2.9 გჰზ-მდე. გარდა ამისა, მას ასევე გააჩნია 8 გბ DDR3 მეხსიერება - DDR-ის ეფექტური სიხშირით 1066 მჰზ-ითა და ვიდეობარათ NVIDIA GeForce GTX 460M-ით. მოწყობილობა შესრულებულია 15,6 ფორმ-ფაქტორში და იყენებს თხევად-კრისტალურ მატრიცას 1920 х 1080 გაფართოებით. ნაწარმს ამშვენებს ორი ცალი 500 გბ-იანი მყარი დისკი, რაც ამ ზომის ნოუთბუქისათვის უჩვეულოა, ასევე THX-ის წარმოების აუდიოსისტემა და USB 3.0 ინტერფეისი. უკაბელო კავშირის თანამედროვე ფორმატები წარმოდგენილია Wi-Fi მოდულით, რომელსაც გააჩნია 802.11 a/b/g/n და Bluetooth-ის მხარდაჭერა. MSI GT608R-ის რეკომენდირებული ღირებულება იქნება 1649$, ხოლო დამატებითი ინფორმაცია კი, ხელმისაწვდომია მწარმოებლის ვებ-გვერდზე. Overclockers.ru 1 Quote
Barca Posted April 3, 2011 Posted April 3, 2011 აუფ რა მხეცია ფასიც შესაბამისი აქვს მაგრამ მე პირადა ეს Alie Ware ს და მსგავს ჯარტებს მირჩევნია ბევრად :thumbsup: Quote
Barca Posted April 3, 2011 Posted April 3, 2011 :SNEMOTICON13: მე ისევ ჩემს აზრზე ვრჩები ... რომ გქონდეს ეს ეგრე არ იტყოდი :vikingi: Quote
საბა Posted April 3, 2011 Posted April 3, 2011 (edited) რომ გქონდეს ეს ეგრე არ იტყოდი ჩემით არ ვიყიდი, და თუ მაჩუქებდა ვინმე გავყიდიდი :spiteful: Edited April 3, 2011 by საბა Quote
Barca Posted April 3, 2011 Posted April 3, 2011 ჩემით არ ვიყიდი, და თუ მაჩუქებდა ვინმე გავყიდიდი თუ ფული მექნებოდა მაგდენი მე ვიყიდიდი :P Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.