Jump to content

Recommended Posts

Posted

OLED დისპლეი წლების განმალვობაში გამოიყეოდა VR-ჰედსეტებში პიქსელების რეაგირების მცირე დროისა და ინტენსიური შავი ფერის ასახვის შესაძლებლობების გამო. ასეთ გადაწყვეტილებას იყენებს Meta, Samsung და სხვა კომპანიები. თუმცა Samsung Display-მ გადაწყვიტა შერეული რეალობის მოწყობილობა (AR) სხვა ტექნოლოგიით განავითაროს. 

image.jpeg 

MicroLED Display Workshop. ფოტოს წყარო: The Elec 

Samsung Display-ს ხელმძღვანელ Kim Min-woo-ს განცხადებით, რომელიც ღონისძიება MicroLED Display Workshop-ზე გამოვიდა, კომპანია ქმნის ახალი თაობის ტექნოლოგიას AR-დისპლეებისთვის - „MicroLED სილიკონის ფირფიტაზე“ ან უბრალოდ LEDoS. ამჟამად MicroLED პანელების ფირფიტა, როგორც წესი, არის არა სილიკონი, არამედ მინა, რომელიც არ უზრუნველყოფს პიქსელების ულტრამაღალ სიმჭიდროვეს. 

Kim Min-woo-ს თქმით AR-დისპლეების გაფართოება უნდა იყოს არანაკლებ 5000 ppi, პიქსელებს შორის დაშორება კი - არაუმეტეს 5 მკმ. წითელი, მწვანე და ლურჯი ფერის სუბპიქსელების ზომა არ უნდა აღემატებოდეს 3 მკმს, თითოეული LED-ელემენტი კი ჯამში არ უნდა იყოს 10 მკმ-ზე დიდი. მიიჩნევა, რომ Samsung-ის გრძელვადიანი მიზანია განავითაროს დისპლეები პიქსელების სიმჭიდროვით მინიმუმ 6600 პიქსელი დუიმზე (ppi). შედარებისთვის, ჰედსეტს, როგორიცაა Odyssey VR, აქვს 615 ppi თითოეულ მინი ეკრანზე. 

LEDoS-ის პარალელურად Samsung Display მუშაობს ასევე “OLED სილიკონზე“ – OLEDoS, თუმცა LEDoS უზრუნველყოფს უფრო მაღალ სიკაშკაშეს და უკეთ შეეფერება AR-ელექტრონიკას, ხოლო OLEDoSVR-სა და MR-ს (შერეული რეალობა). ჯამში LEDoS უფრო მეტ სიკაშკაშეს უზრუნველყოფს, რაც უფრო მნიშვნელოვანია დამატებითი რეალობის მოწყობილობებში გამოყენებული დისპლეებისა და არა - სრული ვირტუალური რეალობისთვის, რადგან მათ უნდა გაუწიონ კონკურენცია გარემოს განათებას. 

დღესდღეობით Meta - VR-ჰედსეტების უმსხვილესი მწარმოებელი, ცდილობს მიაღწიოს 10 ათას კდ/2სიკაშკაშეს რეალისტური გარე სცენების რენდერინგისთვის. ეს მაჩვენებელი 5-10-ჯერ აღემატება იმ მაჩვენებელს, რისი უზრუნველყოფა შეუძლია საუკეთესო თანამედროვე სმარტფონებს. გაზრდილი სიკაშკაის მისაღწევად Meta Quest Pro-ს მხარდაჭერილი აქვს ე.წ. „ლოკალური ჩაბნელების ფუნქცია“ თითოეულ დისპლეიზე LED-განათების 500 ელემენტის გამოყენებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.