Jump to content

Recommended Posts

Posted

სტოკჰოლმისა და მალმიოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც ამატებს ვირტუალურ რეალობაში ყნოსვის შეგრძნების უნარს. სიახლის დემონსტრირებისთვის მეცნიერებმა შექმნეს VR თამაში ღვინის დეგუსტაციის შესახებ, სადაც ქულების მისაღებად საჭიროა გამოიცნოთ სხვადასხვა სასმლის არომატი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: interestingengineering.com 

შესრულებული სამუშაოს მსვლელობისას მკველვარებმა კომპაქტური მოწყობილობა დააპროექტეს არომატული სითხეებისთვის განკუთვნილი ოთხი პატარა კონტეინერით. თითოეულ მათგანს აქვს სარქველი, რომელიც იხსნება სხვადასხვა კუთხით, რათა არომატები ერთმანეთს შეერიოს სხვადასხვა პროპორციით. კონსტრუქციაში ასევე გათვალისწინებულია კომპაქტური ქულერი, რომელიც განკუთვნილია მოწყობილობის ზედა ნაწილში არსებული მილისთვის მზა არომატების მისაწოდებლად. ეს მილი მომხმარებელმა ცხვირთან უნდა მიიტანოს. მოწყობილობის მართვისთვის შესაძლებელია კომპიუტერის გამოყენება. 

image.jpeg 

ტექნოლოგია შემოწმდა პატარა VR-თამაშის მეშვეობით, რომელშიც აუცილებელია მომხმარებელმა სუნით გამოიცნოს ღვინის სახეობა, რათა ქულები მიიღოს. მკვლევარებმა ყველა ნახაზი, კონსტრუქცია და პროგრამული კოდი გამოაქვეყნეს ღია წვდომაზე, რისი წყალობით სურნელის აღმის უნარის მქონე ანალოგიური მოწყობილობის შექმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მოწყობილობის დეტალების დაბეჭდვა შესაძლებელია 3D პრინტერზე. 

image.jpeg 

მკვლევარების აზრით მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ თამაშებში, არამედ, მაგალითად, დეგუსტატორების ან პარფიუმერების სწავლების მიზნით, ასევე ყნოსვის გასავარჯიშებლად იმ ადამიანებში, რომლებმაც დაკარგეს მგრძნობელობა სუნების მიმართ კორონავირუსის ინფექციის გადატანის შემდეგ. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.