Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია NVIDIA-მ, როგორც თავად გამოხატა, შეცვალა ვიდეო ბარათ GeForce RTX 4080-ის უმცროს 12 გბ ვერსიის ანონსი. უფრო მარტივად რომ ითქვას, კომპანიამ გადაიფიქრა მისი გამოშვება. ამასთან, კომპანიამ დაასახელა 16 გბ მეხსიერების მქონე უფროს ვერსია GeForce RTX 4080-ის გამოშვების თარიღი - 16 ნოემბერი.  

image.jpeg 

NVIDIA-მ წარადგინა GeForce RTX 4080 დაფის ერთდროულად ორი ვერსია ფლაგმანურ GeForce RTX 4090-თან ერთად 20 სექტემბრის ღონისძიებაზე. იმ დროს ბევრმა აღნიშნა, რომ  GeForce RTX 4080 12 გბ მოდელი GeForce RTX 4080 16 გბ-სგან განსხვავდება არა მხოლოდ ოპერატიული მეხსიერების მოცულობით. უფროსი ვერსია აგებულია 9728 CUDA ბირთვის მქონე გრაფიკულ პროცესორ AD103-300-ზე, ხოლო უმცროს ვერსიას აქვს AD104-400 ჩიპი 7680 CUDA ბირთვით. რა თქმა უნდა, ჩიპები განსხვავდებიან სხვა ფუნქციონალური ელემენტების რაოდენობითაც. 

განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ასევე თავად NVIDIA-ს ტესტებმაც აჩვენა, რომლის შედეგები ახლახან გამოქვეყნდა. უმცროსი მოდელი უფროსზე 24-30%-ით ნელი აღმოჩნდა. ამიტომ ბევრი მომხმარებლის აზრი დაემთხვა, რომ ბევრად უფრო სამართლიანი იქნებოდა უმცროსი მოდელის გამოშვება GeForce RTX 4070-ის სახელით. 

NVIDIA-მ გადაწყვიტა აუდიტორიის აზრის მოსმენა. კომპანიამ განაცხადა, რომ „RTX 4080 12 გბ ფანტასტიკური ვიდეო ბარათია, თუმცა არასწორი დასახელება აქვს“. ასევე აღინიშნა, რომ „ორი ვიდეო დაფის არსებობა სახელწოდებაში 4080-ით დამაბნეველია“. ეს იმაზე მეტყველებს, რომ „გამოუცხადებელი“ ვიდეო ბარათის დებიუტი საბოლოოდ შედგება, როგორც GeForce RTX 4070 მოდელისა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.