Magdalena Posted October 17, 2022 Posted October 17, 2022 GeForce RTX 4090-ის მისამართით ბევრი კრიტიკა არ გამოითქმის, თუკი მის ფასს არ გავითვალისწინებთ, თუმცა აქვს ერთი ნაკლი - არ აქვს უახლეს სტანდარტ DisplayPort-ის მხარდაჭერა. თუკი გავრცელებული ხმები სიმართლეს შეესაბამება, AMD Radeon 7000 სერიის გრაფიკულ პროცესორებს ასეთი შესაძლებლობა ექნება. შესაძლოა NVIDIA-ს არ ჰქონდა დრო განეახლებინა გამოსახულების ასახვის ბლოკი გრაფიკულ პროცესორზე DP 2.x-ისთვის. თუმცა NVIDIA-ს ოფიციალური პოზიცია ამ საკითხზე მდგომარეობს შემდეგში, რომ DP 1.4a „საკმარისად კარგია“ თანამედროვე დისპლეებისთვის. ეს მიდგომა ალბათ სამართლიანია ბევრი მომხმარებლისთვის, თუმცა ბევრი არ ყიდულობს RTX 4090-ს. გაყიდვაში უკვე ხელმიასწვდომია 4K240 დისპლეი და ალბათ მალე გამოვა 8K მონიტორები კადრის განახლების მაღალი სიხშირეებით, რომელთაგან არც ერთ მათგანს არ აქვს DP 1.4а-ს სათანადო მხარდაჭერა. უკვე ვიცით, რომ RDNA 3-ზე დამყარებულ Radeon 7000 სერიას ექნება DisplayPort 2.0-ის მხარდაჭერა და ეს უკვე უკეთესობას ნიშნავს NVIDIA-სთან შედარებით. ინსაიდერმა @KyleBennett-მა Twitter-ის მეშვეობით განაცხადა, რომ აქვს „დასტური მრავალი წყაროდან“, რომ მომავალ AMD Radeon GPU-ს მხარდაჭერილი ექნება „DisplayPort 2.1 მახასიათებელი“. ცნობილმა YouTube-არხმა Moore's Law is Dead-მა Kyle-ს ციტირება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი წყაროებიც იმავეს ამბობენ: RDNA 3 გრაფიკულ პროცესორებს ექნება DisplayPort 2.1-ის მხარდაჭერა. DisplayPort 2.0 უკვე ანიჭებს სამომავლო გრაფიკულ პროცესორებს ვიდეოს დაახლოებით 80 გბ/წმ სიჩქარეს თითოეულ DisplayPort კავშირზე, რაც საშუალებას აძლევს მართონ 8K240 და მეტი გაფართოების ეკრანები. https://tinyurl.com/3mx73zbx
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now