Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

Bitcoin-ისა და Ethereum-ის ფიუჩერსებისა და უვადო კონტრაქტების ღია ინტერესის (IO) შეფარდებამ მათ კაპიტალიზაციასთან რეკორდს მიაღწია. მიმდინარე კონსოლიდაციის ფონზე ეს შეიძლება იყოს არასტაბილურობის მკვეთრი ზრდის საწინდარი, აცხადებენ Arcane Research-ის ანალიტიკოსები. 

ციფრული ოქროს ღია ინტერესმა 3.21%-ს მიაღწია, Ethereum-ისამ - 4.24%-ს. 

image.png 

Bitcoin-ისა და Ethereum-ის ღია ინტერესის დინამიკა (ფიუჩერსები და უვადო კონტრაქტები ჯამურად) მათ კაპიტალიზაციასთან. წყარო: Arcane Research. 

ნალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს, რომ ეს შეფარდება შენარჩუნებულია მაღალი მაჩვენებლების სიახლოვეს, განხორციელებული The Merge-ის მიუხედავად. ამ მოვლენამდე ბევრი მონაწილე ინარჩუნებდა ჰეჯირების ან მიმართულების პოზიციებს. 

პოტენციური „ბრუტალური“ დელევერიჯის შემსუბუქებისთვის ექსპერტების შემოთავაზებაა სტრედლის სტრატეგიის გამოყენება. იგი საშუალებას იძლევა ფსონი დაიდოს არასტაბილურობის სტრუქტურულ ცვლილებაზე. 

Bitcoin-ოფციონებში მოაზრებული არასტაბილურობის პარამეტრი აპრილიდან მოყოლებული მინიმუმამდე ჩამოვიდა. 

image.png 

Bitcoin-ოფციონებში მოაზრებული არასტაბილურობის თვის და სამი თვის დინამიკა. წყარო: Arcane Research. 

შეგახსენებთ, Glassnode-ის ანალიტიკოსებმა არ გამორიცხეს, რომ მიმდინარე ფაზის დასრულებას შესაძლოა კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდეს. 

დრე ჰეჯ-ფონდ Cramer & Co.-ს ყოფილმა მმართველმა და CNBC არხზე შოუ Mad Money-ს წამყვანმა ჯიმ კრამერმა განაცხადა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო მოხდება ციფრული აქტივების მსგავსი სპეკულაციური ინსტრუმენტების „გამორეცხვა“.  

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.