Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლეის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) დაასახელა მთვარის მისია Artemis I-ის გაშვების მომდევნო მცდელობის თარიღი. მისია ბოლოს ქარიშხალ „იენის“ გამო გადაიდო. 4 ნოემბერს სააგენტო გეგმავს SLS რაკეტის ხომალდ Orion-თან ერთად დაბრუნებას საფრენ პლატფორმაზე, ფრენა კი უნდა შედგეს 14 ნოემბერს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: arstechnica.com 

რაკეტა და ხომალდი კენედის კოსმოსური ცენტრის ანგარ Vehicle Assembly Building-ში იმყოფებოდა, მათი გადატანა მოხდა ქარიშხლისგან დაცვის მიზნით. ამ დროის განმავლობაში NASA-ს სპეციალისტებმა დამკვეთებთან ერთად დეტალურად დაათვალიერეს აღჭურვილობა, რათა განესაზღვრათ ფრენისთვის მისი მზადყოფნა. რაკეტა და ხომალდი თითქმის ერთი წელია, 2021 წლის 21 ოქტომბრიდან სრულად აწყობილ კონფიგურაციაში იმყოფებიან. 

ოთხშაბათს, 12 ოქტომბერს, NASA-მ თავის ბლოგში განაცხადა, რომ მინიმალური სამუშაო იქნება საჭირო რაკეტის გაშვებისთვის მოსამზადებლად, მათ შორის საჭიროა თერმული დაცვის სისტემის მცირე დაზიანების შეკეთება, ასევე ბატარეების დატენვა ან შეცვლა და რამდენიმე დამატებითი დატვირთვის შეცვლა. 

რაკეტის გაშვებისთვის გამოყოფილია 67-წუთიანი ფანჯარა. გრაფიკის თანახმად კოსმოსური ხომალდი Orion იფრენს 25.5 დღის განმავლობაში და შემდეგ წყნარ ოკეანეზე დაეშვება. NASA-მ ასევე დაასახელა ორი სარეზერვო დღე ფრენისთვის: ოთხშაბათი, 16 ნოემბერი 1:04 ET და შაბათი, 19 ნოემბერი 1:45 ET. ორივე შემთხვევაში გაშვებისთვის გათვალისწინებულია ორსაათიანი ფანჯარა. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.