Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში Ehtereum-ის მიწოდება 0.13%-ით შემცირდა. ქსელში დეფლაცია პირველად დაფიქსირდა Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე გადასვლის შემდეგ. 

ემისია უარყოფითი გახდა XEN Crypto-ს ამოქმედების ფონზე. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში პროექტმა დაწვა 3.780.7 ETH (~ 4.8 მლნ აშშ დოლარი). ამ მაჩვენებლის მიხედვით იგი სამჯერ უსწრებს Uniswap v3-ს (1250.9 ETH). 

image.png 

წყარო: ultrasound.money 

მომხმარებლებმა მიუთითეს პირამიდული სქემის ნიშნების არსებობაზე პროექტში, რომლის კაპიტალიზაცია არ აღემატება 0.5 მლნ აშშ დოლარს. 

„პონცის ახალი სქემით შესაძლებელია ტოკენის უფასოდ გამოშვება. მომხმარებლები ამას აკეთებენ გაზის ფასის გაზრდით. ჩემთვის სულერთია, რა პროექტია, თუმცა მან გამოიწვია Ethereum-ის დეფლაცია. ამჟამად, როდესაც გადავლახეთ 15.3 gwei ბარიერი, სახეზეა მიწოდების შემცირება“, - განაცხადა EthHub-ის თანადამფუძნებელმა ენტონი სასანომ. 

Ethereum-ის ქსელში საშუალო საკომისიო 24 gwei-მდე გაიზარდა. 

image.png 

წყარო: Etherscan 

The Merge-ის შემდეგ ემისიის ტემპები 90%-ით შემცირდა მაინერების ჯილდოსთან შედარებით ვალიდატორების ჯილდოს შემცირების გამო ალგორითმ Proof-of-Work-ის ფარგლებში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.