Jump to content

Recommended Posts

Posted

ილონ მაკის თანამგზავრული ინტერნეტის პროვაიდერი Starlink იაპონიაში ამუშავდა - ეს არის პირველი აზიური ქვეყანა, რომელშიც გაჩნდა SpaceX-ის ინტერნეტ-სერვისის დაფარვა. დაფარვის ოფიციალური რუკის თანახმად Starlink მუშაობს ქვეყნის ჩრდილოეთის უდიდეს ნაწილში, ტოკიოს ჩათვლით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: David Edelstein / unsplash.com 

ქვეყნის სხვა რეგიონებში, მათ შორის სამხრეთ იაპონიასა და კუნძულ ჰოკაიდოზე, სატელიტური სიგნალის მიღება გამოჩნდება მიმდინარე კვარტალში, ხოლო მომავალ წელს სერვისი ხელმისაწვდომი გახდება SpaceX-ისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ქვეყანაში - სამხრეთ კორეაში. 

კომპანია აპირებს უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველაზე შორეულ რეგიონებში, სადაც ტრადიციული საშუალებებით კავშირის ორგანიზება გაუმართლებელი, რთული ან შეუძლებელია. გასულ წელს SpaceX-მა გააფორმა ხელშეკრულება იაპონურ მობილურ ოპერატორ KDDI-სთან, რათა მიაწოდოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ძნელად მისადგომ ადგილებში მდებარე 1200 მობილურ ანძას.  

კომერციული სერვისების მიწოდების გარდა Starlink ასევე ჩართულია ჰუმანიტარულ მისიებში: მიმდინარე წელს პროვაიდერმა დაიწყო მუშაობა ტონგას ნძლოვან სამეფოში, რომელიც დაზარალდა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ასევე უკრაინაში. ეს უკანასკნელი პროექტი, ლონ მასკის თქმით, წლის ბოლომდე კომპანიას 100 მლნ აშშ დოლარზე მეტი დაუჯდება, გარდა ამისა, Starlink-ის მოქმედების სივრცე ფართოვდება სამგზავრო ავიახაზებზე. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.