Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

Bloomberg Intelligence-ის საბირჟო პროდუქტების უფროსმა სტრატეგმა მაიკ მაკგლონმა ივარაუდა პირველი კრიპტოვალუტის ფასის ზრდა უახლოეს მომავალში. იგი დარწმუნებულია, რომ 2022 წლის ბოლოსთვის ციფრული ოქრო კონკურენტებს გაუსწრებს. 

Bloomberg Cryptos Outlook-ის ახალი ანგარიშის მიხედვით წლის პირველ ნახევარში ძირითად აქტივებს შორის მხოლოდ ნედლეული საქონელი გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით ამას Bitcoin-ისთვის აუცილებელი მნიშვნელობა აქვს.  

ეკონომიკურ ვარდნაში ციფრული ოქრო და Ethereum, როგორც წესი, მიდრეკილნი არიან აღემატებოდნენ ძირითად აქტივებს, განმარტავენ ექსპერტები. მაკგლოუნმა ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდას „ძლიერი თანმხლები ქარი“ უწოდა. 

მან აღნიშნა, რომ ოქტომბერი იყო საუკეთესო თვე Bitcoin-ისთვის 2014 წლიდან. ანალიტიკოსი თვლის, რომ Ethereum-ის გადასვლა Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე შეიძლება დაეხმაროს მას და პირველ კრიპტოვალუტას - გამყარდნენ 1000 და 20000 აშშ დოლარიან დონეებზე, შესაბამისად.  

მანამდე Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ნოვოგრაცმა Bitcoin-ის ზრდის განახლების მთავარ ფაქტორად დაასახელა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის უარი - აგრესიულად გაზარდოს განაკვეთები ინფლაციასთან საბრძოლველად. 

შეფახსენებთ, სექტემბერში ჯორჯ სოროსის ყოფილმა კოლეგამ ფონდ Quantum-ში, მილიარდერმა სტენლი დრაკენმილერმა ივარაუდა ციფრული აქტივების აღმასვლა ფიატზე დამყარებული ეკონომიკის კრახის ფონზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.