Jump to content

Recommended Posts

Posted

პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ASUS ამზადებს კომპაქტურ კომპიუტერებს მაღალი წარმადობის AMD Ryzen 6000 პროცესორების ბაზაზე, ჯერ კიდევ სექტემბერში გავრცელდა. რესურს Liliputing-ისა და Guru3D-ის თანახმად ამჟამად, როგორც ჩანს, კომპანია მზადაა ახალ სერია ExpertCenter PN53-ის მოწყობილობების გამოსაშვებად. კომპიუტერები უკვე გამოჩნდა ASUS-ის კატალოგში შესაბამის მახასიათებლებთან ერთად: ExpertCenter PN53-ის ზომაა მხოლოდ 120×130×58 მმ, წონა - დაახლოებით 900 გრამი, თუმცა მინიატურულ კორპუსში დაუჯერებელი წარმადობა იმალება. 

image.jpeg 

image.jpeg 

წყარო: ASUS 

საუკეთესო კონფიგურაციაში წარმოდგენილია 8-ბირთვიანი და 16-ნაკადიანი განბლოკილი პროცესორი AMD Ryzen 9 6900HX ინტეგრირებული გრაფიკით Radeon 680M, შესაძლებელია 32 გბ-მდე DDR5-4800 ოპერატიული მეხსიერების დაყენება ორი SO-DIMM მოდულით. ასევე ხელმისაწვდომია AMD Ryzen 7 6800H, რომელიც ფლაგმანისგან ძირითადად განსხვავდება დაბლოკილი მამრავლებითა და შედარებით დაბალი სიხშირეებით, აგრეთვე Ryzen 5 6600H – 6-ბირთვიანი და 12-ნაკადიანი ვარიანტი Radeon 660M გრაფიკით. 

image.png 

წყარო: ASUS 

სევე ხელმისაწვდომია M.2 2280  ფორმატის ორი სლოტი 2-2 ტბ მოცულობის NVMe PCIe Gen4 x4-ის დაყენების შესაძლებლობით, მხარდაჭერილია 2.5-დუიმიანი SSD-ის დაყენების შესაძლებლობა და USB4 Type-C პორტები DisplayPort 1.4-ის მხარდაჭერით, რომელთაგან ერთ-ერთი, სხვა ფუნქციებთან ერთად, კვების მიწოდებასაც უზრუნველყოფს. კონფიგურაციის შესაბამისად მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება WiFi 6 / BT 5 ან WiFi 6E / BT 5 ქსელის ბარათი. რაც ასევე საინტერესოა, კომპიუტერებში წარმოდგენილია თვითწმენდის ფუნქციის მქონე აქტიური გაგრილების სისტემა. სარეკომენდაციო ფასები ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.