Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც მოსალოდნელია, მიმდინარე თვეში მოხდება კომპანია SpaceX-ის სუპერმძმე რაკერა Falcon Heavy-ს გაშვება. Falcon Heavy-ს კოსმოსში ბოლო ფრენიდან სამ წელიწადზე მეტი გავიდა. თავდაპირველად ახალი მისია დაგეგმილი იყო 2020 წლის ბოლოსთვის, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო გაშვებრამდენჯერმე გადაიდო. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SpaceX 

მისია USSF 44, რომელიც აშშ-ის კოსმოსური ძალების მიერ კლასიფიცირებულია საიდუმლოდ, 28 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი. Falcon Heavy-ს გაშვება შედგება ფლორიდაში არსებული კენედის კოსმოსური ცენტრის ძველ პლატფორმა 39-A-დან.  

„ხსენებული მისიისას ბორტზე წარმოდგენილი იქნება ორი სასარგებლო ტვირთი - დიდი ზომის უცნობი, დაუდასტურებელი თანამგზავრი სახელად TETRA-1, - მითითებულია პენტაგონის განცხადებაში YouTube-ის ერთ-ერთ არხზე. - TETRA-1 გეოსტაციონარული თანაგზავრების პროტოტიპების სერიიდან პირველია, რომელსაც აშშ-ის შეიარაღებული ძალები გაუშვებს და იგი შეამოწმებს სისტემურ პროცედურებს მომავალი თანამგზავრებისთვის." 

გვისტოში აშშ-ის კოსმოსუმა ძალებმა Falcon Heavy-ს სერტიფიკატი მიანიჭეს ზესაიდუმლო თანამგზავრი-ჯაშუშების გაშვებისთვის. როგორც ჩანს, „უცნობი“ კოსმოსური აპარატი, რომელიც კოსმოსში გაიგზავნება Falcon Heavy-ს მეშვეობით, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის თანამგზავრია. 

Falcon Heavy-ის მეშვეობით შესაძლებელია 63.8 ტონამდე ტვირთის წაღება დედამიწის ახლო ორბიტაზე. ჯერჯერობით განხორციელებულია მხოლოდ სამი გაშვება, მათ შორის იყო სატესტო ფრენა, რომელშიც სასარგებლო ტვირთის სახით გამოიყენეს ილონ მასკის კუთვნილი ელექტრომობილი Tesla Roadster. 

Falcon Heavy-ის გაშვების ზუსტი დრო ჯერ არ გამოცხადებულა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.