G10RG1 Posted January 11, 2025 Author Posted January 11, 2025 ps. ამ ტოპიკის გახსნისას და ზოგადად იმ დროს როცა ისევ ის ძველი სისტემა მქონდა ყველაფერი ვცადე ყველანაირი თრიქი და მაიმუნობა რაც კი ვნახე. გუშინ რაღაცას ვტესტავდი pci lane ებზე და მომიწია პროცესორის ამოღება ძველი სისტემიდან. არვიცი როგორ გამომეპარა ან როგორ ვერ შევამჩნიე მარა 7-8 პინი კარგად საკაიფოდ იყო მიღუნული გავასწორე ფრთხილად და ჩაირთო. პრობლემა ისევ ჰქონდა რაც ვფიქრობ მოსფეტია ან VRM ხურდება. მოკლედ გადასაგდებიიყო ისედაც და მოვისროლე. Quote
G10RG1 Posted January 11, 2025 Author Posted January 11, 2025 On 1/9/2025 at 2:38 PM, moodding said: გამარჯობა, იგივე პრობლემა მაქვს ყველაფერი ვცადე რაც ჩემს ცოდნას აღემატება, მეყენა ვინდოსუ 10 64ბტ, მიზეზი ვერ გავუგე დავდებ სკრინებს მეტი თალსაჩინეობისთვის, ხან პირდაპირ ბლუ სქრინს მიგდებს, ხანაც იყინება ყველაფერი ეკრანზე, დამერე ღილაკიდან ვთიშავ 10 წამის მიჭერით მოკლედ ბევრი გზა არის შესამოწმებლად. იგივე სჭირდა ჩემს სისტემასაც და აქ დაგიწერ რა ვცადე რამ იმუშავა და რამ არა. მოკლედ იგივე რამე სჭირდა ჩემს სისტემას იმ განსხვავებით რო მე ბლუ სქრინები არმქონია. მთავარი პრობლემა ფრიზები იყო. სრულად იფრიზებოდა სისტემა არც მაუსი მუშაობდა არც კლავიატურა. ბევრ ირამე ვცადე და 99% მა არ იმუშავა. ბოლოს გადავაწყე ახალ ქეისში და ვუალა გამოსწორდა ყველანაირი ფრიზი რთულად გასაგები იყო რადგან სასერვეროში ნაგდები პლატა იყო დიდი ალბათობით და ბევრ რამეს ჰქონდა პრობლემა. მოკლედ დავიწყოთ პლატით. მოაძრე ქულერი ამოიღე პროცი ფრთხილად და შეამოწმე პინები პლატაზე. კარგად დააკვირდი. ოდნავ გვერდზე ან ზემოთ ან ქვემოთ თუ არის გაღუნული პინი სოკეტში უეჭველად პრობლემებს შეგიქმნის. თუ პინები დაღუნული დაგხვდა უკვე იცი რა პრობლემაც გაქვს. თუ პინები საღია გავყვეთ ღრმად. შემდეგი შეამოწმე ოპერატიულები. ჩამოტვირთე memtestx86. რუფუსით ფლეშკაზე ჩაწერე და კომპის ჩართვისას ბუთ მენიუდან გაუშვი რო დატესტო. (სრულ ტესტს შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს) ასევე სცადე შეამოწმო სლოტები და ოპერები ცალკ ცალკე. მაგალითისთვის ამოიღე მეორე სლოტიდან რამი. დატოვე პირველი და ჩართე პც. სცადე პატარა სტრეს ტესტები და ა.შ რო შეამოწმო რამდენად სტაბილურია. თუ ისევ ბლუ სქრინებს ყრის მეორე ოპერატიულით სცადე იგივე პირველ სლოტში. თუ იგივე მოხდა შემდეგ მეორე სლოტში სცადე ორივე ოპერა ცალკ ცალკე როგორც თავიდან გააკეთე. თუ ამანაც არ იმუშავა : შეამოწმე ქულერის შურუფები რამდენად მყარად არის დაჭერილი. თუ ზედმეტად მოუჭერ შეიძლება პლატა გაღუნო სოკეტთან რამე დაამოკლო და დაიწყებს მაიმუნობებს backplate საც გააჩნია და ქეისის ზედაპირსაც სადაც პლატა მიდის. უფრო კონკრეტულად იმ არეალში სადაც ცპუ სოკეტია. ჩემს შემთხვევაში ქეისს უაზრო ჩავარდნილი და გაბერილი ადგილები ჰქონდა ძველ ქეისში და ამოკლებდა სადღაც უკან. გადავიტანე ახალ ქეისში სისტემა და იმუშავა ფრიზების გარეშე. შემდეგ გადავიდეთ სატა პორტებზე. ყველაზე ნაკლებად სავარაუდოს იფიქრებ ადამიანი მარა ჩემს შემთხვევაში სატა პორტებიც სულს ღაფავდა. შეამოწმე რამდენად მყარად არის სატა პორტები პლატაზე. მთლად ნუ მოარყევ მარა ოდნავ უჯიკე რო დარწმუნდე მყარად არის. და მყარად რომც იყოს თუ დაზიანებულია პინი და გასულია მარილზე ძალიან ბევრ ფრიზებს და თავის ტკივილს აგკიდებს. როცა მოუნდება გააკეთებს data transfer ს და მერე საერთოდ რენდომზე გაგიფრიზავს მთელ სისტემას. იმდენად რენდომზე რო საერთოდ სხვა რამეზე იფიქრებ. სცადე ყველა სატა პორტი სათითაოდ. კვების ბლოკი ჩემს შემთხვევაში ჩინური ნაგავი კვება იყო მარა ეგ არ ყოფილა ჩემს შემთხვევაში პრობლემა. პირველ გვერდზე george მ დამიწერა კვების ბლოკის შესაძლებლობაზე ამიტო ნურც მაგას გამოვრიცხავთ. ბოლოს ამდენი რამის ცდის შემდეგ გადავწყვიტე რო ამომეღო ქეისიდან ყველაფერი და მაგიდაზე დავაწყე. ჩავრთე და დავუწყე გამოძრავება სატა კაბელებს. ოპერატიულებზე დაწოლა და ა.შ ( არავის ვურჩევ ჩართულ სისტემაზე მაიმუნობას ) ბოლოს მივადექი ქულერის შურუფებს. რო ჩავაწვებოდი შურუფს იფრიზებოდა ზუსტად ისე როგორც მანამდე სანამ დავუწყებდი ჩალიჩს. ავდექი და ოდნავ მოვუშვი შურუფები. 5-6 დატრიალება თითო შურუფზე მარცხნივ და მერე პრობლემა აღარ ჰქონია. არის შანსი რო აქ რამე გამომრჩა და თუ რამე კითხვა გექნება დაწერე და თუ შევძლებ დაგეხმარები წარმატებები Quote
moodding Posted January 11, 2025 Posted January 11, 2025 მადლობა ყველას ამხელა გამოხაურებისთვის, და გვერდში დგომისთვის ვცდი დავშლი გადავშლი დავადეტალებ გავიწმინდა და რავი რა შედეგებს მომცემს დავწერ, ისე ბიოში ოპერატიულის ვოლტაჟის ასწევები ყველას აქვს? მასეთი ვერაფერი ვუნახე Quote
George Posted January 11, 2025 Posted January 11, 2025 მასეთს რახან OEM ვერსიაა H67 ჩიპზე შეიძლება შეზღუდვები ედოს, თუ ვერ ნახე შეიძლება ავტოზე აყენებდეს ვოლტაჟს და შენ ვერ დატვიკავ დიდათ, ანუ რაზგონის სეთინგები არ ქონდეს საერთოდ Quote
majorcman Posted January 11, 2025 Posted January 11, 2025 H61 მა 10 წელი მაწვალა ჩიპსეტი ნელ ნელა უკვეებოდა ნელ ნელა რამზე უფრო პრეტენზიული ხდებოდა უსბ პორტები კვდებოდა უცნაურად თიშავდა კომპიუტერს ჯერ კიდე ცოცხალია ეგ დედაპლატა მაგრამ ძალიან კოჭლობს მომაკვდავ დედაპლატაზე მტერს არ ვუსურვებ ყოფნას Quote
G10RG1 Posted January 12, 2025 Author Posted January 12, 2025 9 hours ago, majorcman said: H61 მა 10 წელი მაწვალა სადღაც 4-5 წელიწადი სისხლი გამიშრო... იგივე h61 მქოდნა გიგაბაიტის. Quote
George Posted January 12, 2025 Posted January 12, 2025 სხვათაშორის მაინინგში მიყენია მე (ნუ მეყენა რახან ეხლა ვირუჩკა მოკვდა 2022 წლის სექტემბრიდან რაც ეთერეუმი გავიდა მაინინგიდან) H81, აი ძალიან სტაბილურია უბრალო სელერონზე და 4გბ დუალ კანალიან 1333 რამებზე ეგ ჩიპი, იმენა ვინდოუს 10-ზე არ ქონია გაბერვები 5 ძლიერი კარტის მუშაობაც შეიძლება ერთრდოულათ მაინინგში და ჯდება 180 ლარი, ნუ ჯდებოდა როცა ავიღე, აი ეს მოდელია ზუსტათ ჩინური რეპლიკა ამ ასროკის ანუ https://www.asrock.com/mb/intel/h81 pro btc/ მანდ საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა ჩემ მოდელს რა აწერია, ზუსტათ ეგაა ვიდით და ბიოსიც მსგავსი აქვს, დარაზგონება და ეგეთები არც მაგას არა აქვს მაგრამ სტაბილურობით და გამძლეობით არაფერი არ დაეწუნება მაგ იაფიან კარგ სამაინინგო მაზერს, ისე კი მაგ რეალტეკის ლან კარტაზე დღემდე უშვებენ როგორც ვინდოუს 10-ზე დრაივერებს ასევე ვინდოუს 11-ზე https://www.realtek.com/Download/List?cate_id=584 მაგ მხრივ რეალტეკს არ უჟმოტია, მაგალითათ ჩემ killer e2200 ლან კარტაზე ბოლო დრაივერი გამოვიდა ვინდოუს 10-ზე მარტო 2020 წლის გაზაფხულზე მგონი, ეგ მიყენია ეხლაც ვინდოუს 11 24h2 ბილდზე, თუმცა არ ახურებს დიდათ თუ დატვიკავ და ლაგებიც შევამცირე ზედმეტი ფიშკებიც გამორთვის შემდეგ, ისე კი თუნდაც i7-4790K აჯახე მასეთზე ან E3-1286 v3 კი დაჟე რომელიც 2014 წლის მეორე კვარტალში გამოვიდა ჯერ კიდევ, თუმცა i7-4770 ახალი კია მაინც, თუმცა მე უბრალო 2 ბირთვიანი სელერონი მაქვს მულტითრიდინგის გარეშე ჩაყენებული G1840, ისე კი მაგ მაზერზე აგრეთვე დგება უფრო ძლიერი 2015 წელს გამოშვებული 4 თრიდიანი პენტიუმიც და თუნდაც i3-4370 რომელიც მაგ პენტიუმზე მძლავრია იგივე თრიდების რაოდენობით უკვე, როგორც ჩანს H61 ბევრათ უფრო ძველია და პრობლემური h81, სისხლი ჩემს არ გაუშვრია ნამდვილათ და მაგიტომ, ეხლაც შემიძლია გავუშვა თუ რამეა, თუმცა ვინდოუს 11 დაყენება არ მიცდია მაგაზე Quote
G10RG1 Posted January 12, 2025 Author Posted January 12, 2025 3 hours ago, George said: როგორც ჩანს H61 ბევრათ უფრო ძველია და პრობლემური h81, სისხლი ჩემს არ გაუშვრია ნამდვილათ და მაგიტომ, ეხლაც შემიძლია გავუშვა თუ რამეა, თუმცა ვინდოუს 11 დაყენება არ მიცდია მაგაზე თუ მუშაობს ხო კარგი აი 1 პრობლემას რო აიკიდებს იქ მორჩა სიმშვიდე და წყნარი ნერვები win 10 ზე ვამუშავებდი ჩვეულებრივ და 11 არ მიცდია რადგან აღარ ვიყენებ მაგ პლატას რაც შეეხება გიგაბაიტის მოდელებს ესენი საერთოდ კიბოა. ან მოსფეტები უფუჭდება ადვილად ან კიდე სატა პორტები და იწყებს ასეთ უაზრო ფრიზებს გადაგაქექინებს ინტერნეტს რო ნახო გამოსავალი. პლიუს ამას თუ ჩინეთიდან იყიდი და ჩამოიტან როგორც მე ვქენი უმეტესი როგორც მითხრეს მოდის სასერვეროში ნაგდები ეგზემპლარები. წმინდავენ და ჰაიდა გაუშვებენ ნასიპად თავიდან იმუშავებს ცოტახანს მერე აიკიდებს ზემოთ ხსენებულ პრობლემებს. Quote
George Posted January 12, 2025 Posted January 12, 2025 ახურებდა ჩემიც უფრო მეტათ ვიდრე წინა MSI Z87 მაზერი, მაგაზე გამიფუჭდა ჩემი უყურადღებობის გამო სოკეტის თავები, მერე ეგ ნახმარი გიგაბიტი ავიღე მალევე მაიმარკეტზე და თავიდან ცოტას ატრაკებდა, მერე ბოლო ბეტა ბიოსი ვაჯახე და გასწორდა პრობლემები რამებზე, მაგის შემდეგ წლებია ვამუშავებ და აღარ გაუტრაკებია მეტი, არანაირ გაბერვები და დაფრიზვები არა აქვს სწორი ტვიკინგით, ოპერებზე 1.5 ვოლტი მიყენია და 1833 მაგივრათ 2166 გერცზე მაქვს 11-12-11-35 ტაიმინგებზე კორსასის კიტები, ანუ ალერგია და ჭინთაობები არ ქონია აქამდე ჩემთან, სსდ კარგი სიტუაციაა, ოღონდ მარტო სატა3 მაქვს მ2 არ მიცდია მაგ ძველზე, მაინინგი ასე 2 წელზე მეტი მქონდა გაშვებული და ეხლაც მუშაობს ეგ მაზერი კარგათ, 180 ლარი მივეცი თუ სწორათ მახსოვს 2018 აპრილში მგონი, უხმარი იყო ოღონდ ჩემი ალიკიდან ჩამოტანილი მგონი ჩინეთიდან, ალიზე ასროკის რეპლიკები იყიდებოდა ხოლმე ხშირათ მაგ მაზერის და ჩემიც ეგეთია და არა ორიგინალი, ისე მანდ პროცესორის მიკროკოდი მიყენია 7 ძველი ვერსია I7-4770 რომელიც 3,9ghz მუშაობს ჯერ კიდევ 8 თრიდი, mei firmware update ბოლო დავაყენე ბიოსი კი ბოლო ბეტა რაც იყო ნეტში მაგ მაზერისთვის გამოსული, მანდ მართლა ქონია გიგაბიტს რაღაცეები გასწორებული რამებზე, ჩემი მაქსიმალურათ უპრობლემოა მინიმუმ მაგ non-k პროცესორზე, ნუ რაც შეიძლება იყოს ალბათ გიგაბიტის მაზერი, რახან მეც მსენია რომ ახურებს ხოლმე უფრო ხშირათ მაგ ბრენდის მაზერები, ახლებზეც ატრაკებს ხოლმე დაჟე მთლათ Z690-790 მგონი, Z890 რა ხდება არ ვიცი სხვა სოკეტზე უკვე და ახალ ულტრას პროცესორებზე, მაგრამ სხვერხკრუტოი ნაჩინკა კი აქვთ დამატებული აურუსებზე ძალზე მაღალი ფაზებით Quote
moodding Posted January 13, 2025 Posted January 13, 2025 მოკლედ დღეს დავშალე და ამ ვიდეო კარტის პინი თსავსა და ბოლოში ასე უნდა იყოს? თუ ამძვრალი აქვს პინი? ესეც პროცესორის სურათებიზე რო შემიხედოთ პინები დაღუნულია თუ ესე უნდა იყოს? Quote
majorcman Posted January 13, 2025 Posted January 13, 2025 ფოტოებში არაფერი უცნაური არ ჩანს ცოტა ჭუჭყიანია კომპონენტები ეგაა და ეგ Quote
Gogla1990 Posted January 13, 2025 Posted January 13, 2025 3 hours ago, moodding said: ვიდეო კარტის პინი თსავსა და ბოლოში ასე უნდა იყოს? კი 3 hours ago, moodding said: პროცესორის სურათებიზე რო შემიხედოთ პინები დაღუნულია თუ ესე უნდა იყოს? სურათზე არ ჩანს დაღუნული პინები, თუმცა გასაწმენდი სოკეტი და გასაწმენდი პროცესორი კი ჩანს (სოკეტს ჯობია შეეშვა რომ არ დაღუნო, უბრალოდ შეუბერე) პროცი სპირტიანი სალფეტკით(ქაღალდის) გაწმინდე Quote
George Posted January 13, 2025 Posted January 13, 2025 ეგენი ეგრე უნდა იყოს, ყველა თავებზე თანაბრათ არა აქვს ხოლმე კარტებზე, ზოგან დამოკლებულია, მაგრამ ისე ადვილათაც არ ძვრება ეგენი, ზოგადათ ჩადება-ამოღების დროს ეგ არ უნდა მოძვრეს, რაც შეეხება პინებს თითქოს უფრო დასვრილია სიძველის გამო ვიდრე რამე გაღუნვა ეტყობა სკრინებზე Quote
G10RG1 Posted January 13, 2025 Author Posted January 13, 2025 იმედი მაქვს პროცესორი ქულერიანად არ ამოიღე ერთად ანუ ამოღებას არაფერი უჭირს მარა უკან არ ჩასვა ეგრე. გაწმინდე სპირტით ფრთხილად. პროცესორის პინები და არა პლატის სოკეტის. სურათებზე პინებს არაფერი არ სჭირს ვიზუალურად თუ თვალი არ მატყუებს უბრალოდ თმის ფენით დაუბერე კარგად საკაიფოდ და ამოყრის მტვერს რაც არის შიგნით. პატარა თმასავით შევნიშნე ეცადე ეგაც ამოაგდო ფრთხილად ნემსის წვერით ისე რო პინები არ გაღუნო. შეიძლება ფენმაც ამოაგდოს. რაც შეეხება კონტაქტებს პროცესორზე არვიცი მეჩვენება თუ მომძვრალიაქ ოქროსფერი კონტაქტები. თუ ასეა ვერ არის კარგი ამბავი. Quote
moodding Posted February 20, 2025 Posted February 20, 2025 მოკლედ, მგონი გამოსწორდა ოპერატული მეხსიერება ყოფილა ამ ყველაფრის მიზეზი, მემგონი რო გამოკეთდა, არც დაკიდება არც ბლუსკრინი გაუკეთებია, გამოურთველად 48 სათზე მეტი მქონდა ჩართული თამაში, მაგრამ რა მაინტერესებს ეხლა, ოპერატიული რომლიც ასე უშლიდა ხელს და ბლუსკრინავდა , მაინც მიჩვენებდა ფროფერთიში რამი არის 12 გბ, ანუ დაზიანებულია და მაინც აჩვენებს ამ მონაცემებს, სათითაოდ ძალიან ბევრი ვანაცვლე როგორც იქნა დავიჭირე ის ერთი მაიმუნი ოპერატიული, და ამოვიღე დაზიანებული ოპერატიული და ჰოი საოცრება, ჩაირთო ბლუსკრინის გარეშე მერე ისევ ჩავდე დაზიანებული ოპერატიული, და ეგრევე ჩართვის თანავე ბლუსკრინს აგდებდა, და ასე რამდენჯერმე გავაკეთე რო დავრწმუნებულიყავი, On 1/14/2025 at 3:23 AM, G10RG1 said: იმედი მაქვს პროცესორი ქულერიანად არ ამოიღე ერთად არა რათქმაუნდა, პროცესორი დავდე ზედ , და მასე გამოჩდა )) Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.