Jump to content

Recommended Posts

Posted

დიდი ალბათობით შემდეგი თაობის iPhone-ში წარმოდგენილი იქნება USB Type-C პორტი დამუხტვისთვის. ამის მიზეზი ევროკავშირში მიღებული კანონი იქნება, რომელიც მოითხოვს ევროკავშირში გაყიდული სმარტფონების, პლანშეტებისა და სხვა ელექტრონიკის ექსკლუზიურად USB Type-C პორტებით აღჭურვას. რეგიონში ბაზრის სიდიდის გათვალისწინებით Apple-ს მოუწევს დათმობებზე წასვლა და Lightning-ზე უარის თქმა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Solen Feyissa/unsplash.com 

კანონი ევროპარლამენტმა სამშაბათს დაამტკიცა და 2024 წლის ბოლომდე ერთიან დამტენზე გადასვლას მოითხოვს. 

CCS Insight-ის უფროს ანალიტიკოს ბენ ვუდის (Ben Wood) თქმით Apple-ს მოუწევს აუცილებლად გადასვლა USB Type-С-ზე iPhone 15-ში. ექსპერტის პროგნოზით, რადგანაც ინტერფეისი უკვე ჩანაცვლდა MacBook-სა და iPad Pro-ში, გადასვლის პროცესი ფაქტობრივად უკვე დაწყებულია. iPhone 14-ში დიზაინის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, უფრო მასშტაბური ცვლილებები, სავარაუდოდ, iPhone 15-ში იქნება წარმოდგენილი - ეს იქნება ოპტიმალური დრო ახალი პორტის დანერგვისთვის. 

ჯერ კიდევ მაისში Bloomberg-მა განაცხადა, რომ დაიწყო iPhone-ის ტესტირება USB Type-C პორტით, თუმცა წყაროებმა აღნიშნეს,რომ სიახლე 2023 წელზე ადრე არ გამოჩნდება. IDC თვლის, რომ თუ 2023 წელს Apple გადავა USB Type-C-ზე ევროპისთვის, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი გადავა ახალ ტიპის დამტენზე სხვა რეგიონებში - თუ კომპანიები არ ჩათვლიან, რომ პროპრიეტარულ დამტენებსა და აქსესუარებს არ მოაქვთ მეტად დიდი შემოსავალი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ Apple რეალურად უკვე ემზადება გადასვლისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში. 

ევროპული კანონი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მუშავდებოდა. ევროპელი კანონმდებლები ამტკიცებენ, რომ დამუხტვის სხვადასხვა სტანდარტების გამოყენება ხელს უწყობს ნარჩენების დონის ზრდას და ინოვაციები საშუალებას მისცემს მომხმარებლებს -არ შეიძინონ ახალი დამტენი ყოველ ახალ სმარტფონთან ერთად. 

ვუდის თქმით საუბარი ეხება „საღი აზრის გამარჯვებას“. მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის გულშემატკივრებს აქვთ მოწყობილობების დიდი რაოდენობა, რომლებიც Lightning კონექტორის გამოყენებით იმუხტება, USB Type-C-ის ფართო მასშტაბის გათვალისწინებით Apple-ის მიერ ამ სტანდარტის გამოყენებას დიდი აზრი აქვს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.