Jump to content

Recommended Posts

Posted

Tesla-მ წარადგინა სუპერკომპიუტერ Dojo-ს უახლესი ვერსია, რომელიც კომპანიის საკუთარ ქმნილებას წარმოადგენს და ოპტიმიზებულია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზე, კერძოდ მანქანურ სწავლებაზე იმ ვიდეომონაცემების გამოყენებით, რომლებიც მიიღება კომპანიის ელექტრომობილებიდან. სისტემა იმდენად მძლავრია, რომ პრეზენტაციის დროს პალო-ალტოში ენერგოსისტემა გაითიშა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

Tesla-ს უკვე აქვს დიდი სუპერკომპიუტერი NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორების ბაზაზე, რომელიც მსოფლიოში უმძლავრესი კომპიუტერების რიცხვში შედის. თუმცა Dojo დამზადებულია მანქანათმშენებელი კომპანიის  ინდივიდუალური დაკვეთით, მასში გამოყენებულია თავად Tesla-ს მიერ დამზადებული ჩიპები და მორგებულია მის საჭიროებებზე. 

image.jpeg 

მოსალოდნელია, რომ ახალი სუპრეკომპიუტერი გააფართოვებს შესაძლებლობებს ნეიროქსელების სწავლების მხრივ ვიდეომონაცემების მეშვეობით, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომპიუტერული ხედვის ტექნოლოგიისთვის, რაც Tesla-ს ავტონომიური მართვის სისტემის საფუძველს წარმოადგენს. 

image.jpeg 

Tesla Dojo-ს აწყობისას გამოყენებულია „სისტემა ფირფიტაზე“ (System-On-Wafer), ე.ი. ჩიპი წარმოდგენს მთლიანი სილიკონის ფირფიტას (Training Tile - Tesla-ს ტერმინოლოგიით). თითოეულ ასეთ ფირფიტაზე განთავსებულია 25 ამაჩქარებელი D1 და 40 input/output მოდული. ასევე მოცემულია კვებისა და გაგრილების ქვესისტემები. Tesla-ს მონაცემების თანახმად Dojo-ს ერთ ფირფიტას შეუძლია ჩაანაცვლოს გრაფიკული პროცესორების ექვსი ბლოკი, ამასთან ერთი ასეთი ფირფიტის წარმოება უფრო იაფია გრაფიკული პროცესორების ბლოკთან შედარებით. 

image.jpeg 

ერთ სისტემურ უჯრაში განთავსებულია სილიკონის ექვსი ფირფიტა. Tesla-ს მონაცემებით ერთი ასეთი უჯრა „სუპერკომპიუტერის 3-4 სრულად დატვირთული სტეკის“ ეკვივალენტურია. ამჟამად კომპანია აგრძელებს ინფრასტრუქტურის ტესტირებას, რაც აუცილებელია რამდენიმე კარადის გაერთიანებისა და Dojo ExaPOD-ის შექმნისთვის, რომელსაც ექნება 1.1 Eflops წარმადობა, 1.3 ტერაბაიტი SRAM და 13 ტერაბაიტი DRAM მაღალი სიჩქარით. Tesla გეგმავს შვიდი Dojo ExaPOD-ის აწყობას პალო-ალტოში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.